ჯონი ევანსმა "ნიუკასლთან" "სენტ ჯეიმს პარკზე" გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
"დღეს დილით გავიღვიძე და შოკში ჩავვარდი, რადგან მედიაში გასული ღამის მატჩის შესახებ ხმაური ატყდა. მინდა განვაცხადო, რომ პაპის სისესთვის არ შემიფურთხებია.
მატჩის მიმდინარეობისას სისეს ვესაუბრე და ტელევიზიაშიც კარგად ჩანს ჩემი რეაქციიდან, რომ ინციდენტის გაგებით გაოცებული ვარ.
ჩემს ხასიათში ან ბუნებაში არ შედის ვინმესთვის შეფურთხება და ეს არ არის ისეთი რამ, რაც ადრე გამიკეთებია ან ოდესმე გავაკეთებ. მითუმეტეს არ არის ის, რაც გუშინ გავაკეთე."