ანდერ ერერა მოუთმენლად ელოდება "არსენალთან" ინგლისის თასზე გასამართ შეხვედრას და აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს პატივს სცემს, თუმცა მისი არ ეშინია.
"ნიუკასლთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ერერა და კომპანია "მეთოფეების" წინააღმდეგ ორშაბათს გასამართ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების იმედად არიან.
ესპანელი, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, "უემბლისთან" მიახლოვების იმედად არის და ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალის შეგირდებს "არსენალის" დასამარცხებლად გულშემატკივართა დახმარება სჭირდება.
"ინგლისის თასზე ჩვენს მატჩს მოუთმენლად ველოდებით, რადგან ეს თასის მოგების შესანიშნავი შესაძლებლობაა. მაგრამ "არსენალს" პატივი უნდა ვცეთ, რადგან კარგად თამაშობენ.
ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ამიტომ არ გვეშინია. ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ და გასამარჯვებლად მათი დახმარება დაგვჭირდება." - განაცხადა ანდერ ერერამ.