დეილი ბლინდს მიაჩნია, რომ მისი გუნდი მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა იყოს კონცენტრირებული და სხვების შედეგებს არ მიაქციოს ყურადღება.
"ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ", "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" გუშინ თავიანთი შეხვედრები "იუნაიტედის" მატჩის პარალელურად მოიგეს, ხოლო "წითელი ეშმაკების" კიდევ ერთმა კონკურენტმა, "საუთჰემპტონმა" წინა დღით მოიპოვა სამი ქულა.
საბედნიეროდ, "იუნაიტედმაც" მოახერხა თავისი მატჩის მოგება, რაც "ნიუკასლის" წინააღმდეგ ეშლი იანგის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით მოახერხა.
"დიახ, ეს სამი ქულაა და მნიშვნელოვანიცაა. ვფიქრობ, დავიმსახურეთ. გოლი გვიან გავიტანეთ, მაგრამ შანსები მანამდეც გვქონდა. კარგად ვითამაშეთ და თუ ჩვენს შანსებს ნახავთ, გამარჯვებაც დავიმსახურეთ. მოთმენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, განსაკურებით, თუ იმ შანსებს შეხედავთ, რომელიც პირველ ტაიმში გვქონდა.
გავიგე, რომ ჩვენმა კონკურენტებმა მოიგეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევხედოთ. ჩვენი მატჩების მოგება უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვუყურებთ და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ჩვენზე სხვა გუნდები."
შეხვედრის ერთადერთი გოლი ეშლი იანგმა გაიტანა, თუმცა შექებას იმსახურებს დავიდ დე ხეაც, რომელმაც მატჩის მიწურულს საოცარი ბურთი აიღო.
"მოხარული ვარ ეშლის გამო, რადგან მას შანსი მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. რა თქმა უნდა, დავიდმაც გააკეთა ორი ბრწყინვალე სეივი
ის დიდებული მეკარე და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედი მაქვს ასეთ ფორმას შეინარჩუნებს." - განაცხადა ბლინდმა.