გუშინ, პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩში "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. ორივე მხარე უკმაყოფილო იყო მსაჯობით, მასპინძლები ენტონი ტეილორს პენალტის დანიშვნას სთხოვდნენ პირველ ტაიმში, ხოლო სტუმრები მიიჩვენდნენ, რომ უეინ რუნის გოლი უსამართლოდ იყო გაუქმებული. გუნდებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ერთადერთი გოლი შეხვედრის 89-ე წუთზე გავიდა, რუნის აქტიურობას ტიმ კრულის უხეში შეცდომა მოჰყვა, რითაც ეშლი იანგმა ისარგებლა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
28 ტურის შემდეგ მანჩესტერული კლუბი 53 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში ვან გაალის გუნდი "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.