"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ჯონი ევანსი დაიცვა, რომელიც სისესთვის შეფურთხებაში იქნა შემჩნეული.
ინციდენტი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირების პირველ ტაიმში მოხდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა მხოლოდ წესების დარღვევა დააფიქსირა პაპის სისეზე.
ვიდეოგანმეორება ნათლად ასახავს, რომ მოწინააღმდეგეს ჯონი ევანსმა პირველმა შეაფურთხა, რასაც სისემ პასუხი იმავე საშუალებით გასცა.
დიდი ალბათობით ამ საკითხით საფეხბურთო ასოციაცია დაინტერესდება და გამომდინარე იქიდან, რომ ინციდენტი არასათამაშო სიტუაციაში მოხდა, შესაძლოა ჯონი ევანსსა და პაპის სისეს 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.
მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ეს მომენტი არ დაუნახავს, თუმცა თავისი მცველის მხრიდან ასეთი საქციელის ჩადენის არ სჯერა.
"სკამიდან არ დამინახავს, ძალიან შორს იყვნენ, ასე რომ, დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ვერაფრით წარმომიდგენია, რომ ჯონიმ საკუთარ თავს ამის უფლება მისცა. ძალიან თავშეკავებული პიროვნებაა და ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთა. შესაძლოა გაზონზე აფურთხებდა და არა სახეში, ან რაღაც მსგავსი." - განაცხადა ვან გაალმა.