ანდერ ერერა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლთან" გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა სწუხს გულშემატკივართა გამო, რომელთაც 89-ე წუთამდე მოცდა მოუხდათ, რათა გატანილი გოლი ეხილათ.
"ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. მანამდეც შეგვეძლო გატანა და პირველი ტაიმის შემდეგ ცოტათი იმედგაცრუებულნი ვიყავით იმის გამო, რომ ვერ ვიგებდით.
შევქმენით შანსები, შევინარჩუნეთ ბურთი და მოწინააღმდეგეს მომენტების შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით - ვფიქრობ მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდათ პირველი ტაიმის ბოლოს. მაგრამ ახლა ბედნიერები ვართ. როცა ბოლო წუთებზე იმარჯვებ, ბედნიერ ხარ. მაგრამ უნდა გავუმჯობესდეთ, ადრე გატანა უნდა მოვახერხოთ, რადგან გულშემატკივარი ძალინ ნერვიულობს.
იანგის გოლი მატჩის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მანამდე, რადგან ჩვენმა კონკურენტებმა მოიგეს. როცა მათ შედეგებს გადავხედე, გავიფიქრე, რომ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან "არსენლმა" მოიგო, "ტოტენჰემმა" მოიგო, "ლივერპულმა" მოიგო, "საუთჰემპტონმა" მოიგო.
ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ, რადგან მატჩებს ბურთის კონტროლის ხარჯზე ვიგებთ და უფრო მეტ შანსებს ვქმნით, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე." - განაცხადა ერერამ.