ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ უეინ რუნის საბრძოლო შემართებამ მისი გუნდის გაუტეხელი სულისკვეთების გამოვლენაში დიდი როლი ითამაშა.
"უნდა ვთქვა, რომ რუნიმ გოლი საოცრად შექმნა. ბურთი უკვე დაკარგული იყო, მაგრამ მისი საბრძოლო სულისკვეთება დაუჯერებელია.
ფანტასტიური ჯგუფი მყავს. მათ აქვთ სულისკვეთება და მიუხედავად კრიტიკისა, გამარჯვება სურთ და ყოველთვის კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ."
"წითელმა ეშმაკებმა" ტიმ კრულს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა მეორეს მხრივ უსაქმოდ არ ყოფილა არც დავიდ დე ხეა, რომელმაც კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა. "დავიდ დე ხეა ამ წელს დაუჯერებელია. ჩემს კარიერაში ბევრი კარგი მეკარე მყოლია, მაგალითად, ედვინ ვან დერ სარი ერთ-ერთი ჩემი მეკარე იყო და ვიქტორ ვალდესი ასევე, მაგრამ დე ხეას საოცარი სეზონი აქვს.
"ნიუკასლი" თავის მოედანზე რთულად დასამარცხებელი გუნდია, ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ. მათ აქ რამდენიმე დიდ კლუბს სძლიეს, ამიტომ ბედნიერი ვარ." - განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდგომ.