"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლივერპულის "ევერტონის" ფეხბურთელის, ჯეიმს მაკკარტის გადაბირებას ეცდება, რომლითაც ასევე "არსენალი" და "ტოტენჰემიც" ინტერესდებიან.
"the metro" -ს გადმოცემით, მას შემდეგ რაც ვან გაალის პირველმა სატრანსფერო სამიზნემ, კევინ სტროტმანმა კიდევ ერთი დაზიანება მიიღო, "იუნაიტედის" ბოსმა მთელი ყურადღება მაკკარტიზე გადაიტანა.
ჯეიმსის შესანიშნავმა ფორმამ პრემიერ ლიგის გიგანტების ყურადღება მიიპყრო. ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი "ევერტონმა" 2013 წელს "უიგანისგან" შეიძინა და მას შემდეგ "გუდისონ პარკზე" ბრწყინვალედ ასპარეზობს. იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" მის ყიდვას გადაწყვეტს, ამისთვის დიდი თანხა დასჭირდებათ.