ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მის ფეხბურთელებს ბურთთან უკეთესი მოპყრობა სჭირდებათ, რათა წინ წაიწიონ, მაგრამ ხანდახან ამისთვის მეკარის ჩართვაც საჭიროა.
"სანდერლენდთან" მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება ჯონი ევანსის მიერ მეკარისთვის დაბრუნებულმა ბურთა გამოიწვია. ამ დროისთვის "წითელი ეშმაკებს" გოლი გატანილი არ ჰქონდათ და გულშემატკივარი გუნდს შეტევისკენ მოუწოდებდა, თუმცა ჯონი ევანსმა ბურთის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ლუი ვან გაალი გულშემატკივართა ასეთ ემოციას გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით მეკარის ჩართვა ხანდახან აუცილებელია.
"გულშემატკივარს ვეთანხმები, მეკარეს ასე ხშირად არ უნდა ვიყენებდეთ, მაგრამ ის ჩვენი მე-11 ფეხბურთელია.
მას შეუძლია ჩვენი თამაში დააჩქაროს და ხანდახან წინ თამაშის გაგრძელება სწორედ დე ხეაზეა დამოკიდებული. ხანდახან ეს უფრო უწყობს მაღალი ტემპის შენარჩუნებას ხელს, ვიდრე შენ გვერდით მყოფი მოთამაშისთვის პასის მიწოდება." - განაცხადა ვან გაალმა.
რა თქმა უნდა, დე ხეას უპირველესი დავალება მოწინააღმდეგისთვის გოლის გატანაში ხელის შეშლაა და ვან გაალს მიაჩნია, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ ამაში დაეხმარონ, თუ ბურთს ხშირად არ დაკარგავენ.
"რაც გასაუმჯობესებელი გვაქვს, ეს არის ბურთის არააუცილებელი დაკარგვის აღმოფხვრა, რადგან როცა დიდი ხნის განმავლობაში ფლობ ბურთს, მოწინააღმდეგეს გატანა უფრო უჭირს. როცა შევძლებთ ბევრ არააუცილებელ დაკარგვას თავი ავარიდოთ, დიდი ნაბიჯის გადადგმაც გამოგვივა." - დაასრულა ლუიმ.