თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2015, 09:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 6
"ნიუკასლთან" კარგი მოგონებები მაკავშირებს"
ვან გაალის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "ნიუკასლთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

"ნიუკასლი": "ნიუკასლი" დიდი ენერგიის დახარჯვით ძალიან მაღალ ტემპში თამაშობს. მათ ფეხბურთის თამაში სურთ და ეს მომწონს. მათი გულშემატკივარი ყოველთვის უჭერს მხარს გუნდს, ასე რომ, რთულ მატჩს ველოდები.

წინა დაპირისპირება: მახსოვს შესანიშნავი კონტრ-შეტევის შემდეგ უეინ რუნის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი. მსაჯს ალბათ მაკნეირზე ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ სწორედ მათი დარტყმულის დაბლოკვას მოჰყვა ჩვენი შეტევა და გოლი. ეს მატჩი კიდევ ერთხელ ვნახე, როგორც ამას ყოველი მატჩის წინ ვაკეთებ და ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. 3-1-ით გამარჯვება დავიმსახურეთ - უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდება.

"კაჭკაჭებთან" პირადი დაპირისპირება: 2007 წელს ჩემი "აზ ალკმაარი" "სენტ ჯეიმს პარკზე" ჩავიყვანე და 4-2-ით დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოვახერხეთ, შესაბამისად კარგი მოგონებები მაქვს. 1997/98 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში შევხვდი.

ოთხეულისთვის ბრძოლა: თავადაც ნახავდით, რომ "ლივერპულმა" ფორმა დაიბრუნა და ჩვენც ვიბრძვით ოთხეულისთვის. ეს ყველაფერი გულშემატკივარს ამაღელვებელ პერიოდს ჰპირდება.

ტრავმირებულთა შესახებ: ერთადერთი ტრავმირებული ვან პერსია. ძალიან ადრეა რამის თქმა რობინის გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შესახებ. ვფიქრობ, მაიკლ კერიკისთვისაც ძალიან ადრეა. ჩვენთან ერთად სამი სავარჯიშო სესია ჩაატარა. შეცვლაზე შესულ სამ ფეხბურთელში "სანდერლენდთან" ის არ მოხვდა, მაგრამ 18 კაციან განაცხადში შევიყვანე და ამითაც რისკი გავწიე. შეცვლაზე შესულს შეგიძლია 20 წუთი ითამაშო, რასაც ისიც გააკეთებს. მაიკლი გამოცდილია, ასე რომ შემიძლია გამონაკლისი დავუშვა. ის ასევე კაპიტანია, ეს კიდევ ერთი მიზეზია გამონაკლისის დაშვებისა, მაგრამ ამას ხშირად არ ვაკეთებ."

შემადგენლობის შერჩევის დილემა: მოთამაშეთა თითოეული შესრულება დიდ საფიქრალს მიჩენს შემადგენლობის შერჩევის წინ. სწორედ ამიტომ ვარ აქ, ჩემს შტაბთან ერთად ანალიზი უნდა გავაკეთო და გადაწყვეტილებები მივიღო.

ახალი ფეხბურთელების ადაპტაცია: პრობლემა ეხება ჩვენ მიერ შეძენილ თითოეულ ფეხბურთელს. დააკვირდით სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც შევიძინეთ: ბლინდი, შოუ, ერერა, ფალკაო და ასევე დი მარია, და დაინახავთ, რომ ყველას აქვს პრობლემა. ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის, გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, რომ სწრაფად მოეხდინა ადაპტირება. ჰოლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში ასეთი რამ მინახავს. როგორც უკვე ვთქვი, მას დრო უნდა მივცეთ, თუმცა არა მარტო მას, სხვა ფეხბურთელებსაც. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ."

FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატურაზე მიკაელ ვან პრააგის წამოყენება: ის "აიაქსში" მუშაობისას 9 წლის განმავლობაში ჩემი მდივანი იყო და ასევე არის შვილი ადამიანისა, ვინც "აიაქსის" სამხრეთ აკადემიაში მე ამირჩია სამუშაოდ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მომწონს. ყველაფერს თავს გაართმევს, მაგრამ ადვილი არ უნდა იყოს.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 მარტი 2015 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეიდან გადამწყვეტი მატჩები იწყება. თითოეულ ქულას და არა მარტო ქულას, გატანილ ბურთებსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, ასე რომ იმედია დღეს აუცილებლად 3 ქულას ავიღებთ.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 10:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბურთების შეფარდებით ლივერპულთან კომფორტული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ არა სოტონთან და დანარჩენებთან. მეეჭვება ოთხეულის ბედი ბურთებმა გადაწყვიტოს, მაგრამ გამორიცხული არც ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 11:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იდეაში ფეხბურთელების მიხედვით ყველაზე დიდი შანსი გვაქვს ოთხეულშ მოხვედრის, მაგრამ ბოსი ისე მართავს გუნდს, რომ კიდევ კარგია ამ პოზიციაზე რომ ვიმყოფებით. რთული თამაშების ეპიდემია გვეწყება და შიგა და შიგ ადვილი თამაშევბიც არის, არ დავივიწყოთ fa cup-იც ის ხომ ჩვენი მოსაგებია.
0
№4
ავტორი: Best 7
4 მარტი 2015 18:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Aucileblad 3 qula gvchirdeba!

Dghes iavni unda movigot rom luzerpulma ar dagvweios
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2015 19:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულის და ჩვენი კალენდარიც შეგედარებინა ბარემ winked შარშანაც გაიგიჟეს თავი მარა ბოლოს რა თქმა უნდა ჩაისვარეს. მთავარია ჩვენ არ დავკარგოთ ქულები თორე მაგათი კარგი ფორმისაც
0
№6
ავტორი: Goginashvili777
4 მარტი 2015 21:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იმედია დღეს 3 ქულას დავდებთ და არა მარტო დღეს, საერთოდაც მარტი-აპრილი 6 შეხვედრა მაინც უნდა მოვიგოთ როგორც მინიმუმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top