თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 21:42
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3318,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" ფანების საოცნებო 11-ეული
Manchester Evening News-მა ქალაქის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა.
Manchester Evening News-მა ქალაქის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა, სადაც "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა აირჩიეს საოცნებო 11-ეული, შემადგენლობა, რომელიც მათი სურვილით გუნდს მომდევნო სეზონში უნდა ჰყავდეს. როგორც გაირკვა, ფანებს სურთ, რომ ლუი ვან გაალმა 2015/16 სეზონისთვის 5 ტრანსფერი განახორციელოს და ექვსი "იუნაიტედის" დღევანდელი ფეხბურთელი ძირითადში დატოვოს. სასურველ სატრანსფერო ხუთეულში შედიან მატს ჰუმელსი, პოლ პოგბა, რობერტ ლევანდოვსკი, ნათალინ კლაინი და მემფის დეპაი. ფანები მოითხოვენ, რომ ძირითადში დარჩნენ დე ხეა, მარკოს როხო, ლუკ შოუ, დეილი ბლინდი, დი მარია და უეინ რუნი.
საბოლოო ჯამში, ფანების სასურველი 11-ეული ასე გამოიყურება: დე ხეა, ნათანილ კლაინი, მატს ჰუმელსი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, მემფის დეპაი, პოლ პოგბა, დეილი ბლინდი, ანხელ დი მარია, უეინ რუნი, რობერტ ლევანდოვსკი.

"იუნაიტედის" ფანების საოცნებო 11-ეული


წყარო: givemesport.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
3 მარტი 2015 21:44
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რამხელა ამბიციებია :დ თავდასხმა გასაძლიერებელია და ლევანდოვსკი დაგვხატავდა, მაგრამ რამდენად რეალურია საკითხავი ეგაა. პოგბამ უარი გვაჯახა, აი დანარჩენებზე გვაქვს შანსები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 21:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დიდად არ მომწონს თუ ოცნებაა ლევანდოვსკიზე კარგზე უნდა იოცნებო
0
№3
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვა დამევასა, ჰუმელსი ყველას ოცნებაა მგონი wink მარჯვენა მცველი არ გვაწყენდა და კლაინი მე პირადად ყველაზე მაგრად მინდა

პოგბა ოცნებაა და მაგის გადმოსვლის შანსი არაა. აი დეპაის ყიდვის საშუალება გვექნება ალბათ და კაი იქნება თუ დავითრევთ
0
№4
ავტორი: vincent
3 მარტი 2015 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
...დე ხეა...
კლაინი ჰუმელსი ჯონსი შოუ
ვერატი ერერა
დი მარია მატა
რუნი
კავანი

აი ესაა ჩემი 11 -ეული wink პოგბა იმიტომ აგარ დავწერე რომ დარწმუნებული ვარ არ გადმოვა
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 22:10
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
vincent,

საოცნებო წერია და შენც მესი-რონალდუ დაგეწერა ;დ ;დ
0
№6
ავტორი: vincent
3 მარტი 2015 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
Rosso Diavolo,
wink ჩაგეთვალა good2 რონალდოზე მეტად მესის ვისურვებდი. რაც მანჩესტერიდა წავიდა,მაგის მერე დიდი სიმპატიები ნაკლებად მაქვს, აი მესი კი ბევრად მირჩევნია.
0
№7
ავტორი: Best 7
3 მარტი 2015 23:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Egeti sastavi mogvca da ra gvichirs!
0
№8
ავტორი: giggs11-93
3 მარტი 2015 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
exla ras astavic gvyavs sezonis win vinmes ro etqva aseti gundi geyolebeato amaze uketess ver vinatrebdi falcao dimarias vgulisxmob da albat dro chirdebat , prosta davitanje amdeni motmenit mara mgonia ro gamartleben bolos mianc ra
0
№9
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 02:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პოგბაზე ოცნებაც აღარ ღირს, თვითონ ხო არ მოდის და აქეთ სხვებიც მიჰყავს ჩვენგან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 09:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოცნება მაგარია, მაგრამ სადაა. ასეთი გუნდი, ზუსტად ასეთი შემადგენლობით რთულად შესაქმნელია მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთელებისგან სურვილი ნაკლებად წამოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top