თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 21:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2494,
კომენტარები: 8
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სენტ ჯეიმს პარკი", ნიუკასლი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 28-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 4 მარტი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"

ტრავმირებულები: კაბელა, დამეტი, ტიოტე, აარონსი, ს. ტეილორი, ს. დე იონგი, ელიოტი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჰაიდარა
განაცხადი: Alnwick, Krul, Coloccini, Good, Haidara, Janmaat, R Taylor, S Taylor, Williamson, Abeid, Anita, Guiterrez, Obertan, Sissoko, Ameobi, Armstrong, Cisse, Ferreyra, Gouffran, Perez, Riviere.
ნახევარმცველი ჰაიდარა დიდი ალბათობით მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოებს, მას კი მაიკლ ტეილორი შეცვლის. ლაზარეთში იმყოფება რემი კაბელაც, რაც შეეხება ჯეკ კოლბეკს, ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და შემადგენლობაში დაბრუნებას მოახერხებს.


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კერიკი
განაცხადი: De Gea, Johnstone, Valdes, Lindegaard, Blackett, Evans, Jones, McNair, Rafael, Rojo, Shaw, Smalling, Blind, Carrick, Di Maria, Fellaini, Herrera, James, Januzaj, Mata, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney, Wilson.

ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ნიუკასლთან მატჩში სატამაშოდ მხოლოდ რობინ ვან პერსი არ იქნება მზად, ტრავმისა და ავადმყოფობის გამო წინა მატჩის გამომტოვებელი ლუკ შოუ და ფილ ჯონსი დაბრუნებას ახერხებენ. ნახევარმცველი მაიკლ კერიკი, დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"


მე-11 ადგილი, 35 ქულა
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-ფ-ფ-წ-მ
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ამ მატჩში გამარჯვება "კაჭკაჭებს" საშუალებას მისცემს ნოემბრის შემდეგ პირველად მოიპოვონ ზედიზედ ორი გამარჯვება.

თავისი გოლების 69% "ნიუკასლმა" მეორე ტაიმში გაიტანა - ლიგაში ყველაზე მაღალი მსგავსი მაჩვენებელია.
მე-4 ადგილი, 50 ქულა
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-ფ-მ-წ-მ
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში 2 დათმო - 11 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 3 გასვლითი მატჩი მოიგო - ეს სატურნირო ცხრილის პირველ ნახევარში მყოფ გუნდებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

"სუონსისთან" მარცხმა "იუნაიტედის" 7 გასვლით მატჩში წაუგებელი სერია შეწყვიტა - 3 მოგება, 4 ფრე.


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"


წამყვანი ბომბარდირი: სისე - 11 გოლი (0 ლიგაში).

პაპის სისეს პრემიერ ლიგაში გოლის გატანის საუკეთესო საშუალო სტატისტიკური მაჩვენელი აქვს - 84 წუთი ერთი გოლისთვის. ეს საუკეთესო მაჩვენელია იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც მინიმუმ 4 გოლი აქვთ გატანილი.

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 11 გოლი (10 ლიგაში).

უეინ რუნის თავის კარიერაში "ნიუკასლის" წინააღმდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 12 ბურთი ("ასტონ ვილასთან" ერთად რუნი "კაჭკაჭების" კარს ყველაზე ხშირად იღებს.

უეინ რუნი პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 11 სხვადასხვა სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა.

"სენტ ჯეიმს პარკზე" ჩატარებულ ბოლ 3 მატჩში ხუან მატამ სამი გოლი გაიტანა.

2015 წელს სტუმრად გამართული შვიდი შეხვედირდან ხუან მატამ მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

"ნიუკასლის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში რობინ ვან პერსიმ 7 გოლი გაიტანა.
ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 160-ჯერ შეხვდნენ. "ნიუკასლმა" გამარჯვება 41 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 82-ში, ხოლო 37 მატჩი ფრედ დასრულდა.

პრემიერ ლიგის მასშტაბით "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებული 4 საშინაო მატჩიდან 3 "ნიუკასლმა" გოლის გატანის გარეშე დატოვა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლი" ბოლო 2 გასვლით მატჩში საერთო ანგარიშით 7-0 დაამარცხა.
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 24 შეხვედრაში "ნიუკასლმა" "იუნაიტედს" მხოლოდ ორჯერ სძლია - 2 მოგება, 5 ფრე, 17 მარცხი.

"სენტ ჯეიმს პარკზე" ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 1 წააგო - 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ნიუკასლი" - 40 მოგება, "იუნაიტედი" - 74 მოგება, ფრე - 37.

პრემიერ-ლიგა "ნიუკასლი"- 5 მოგება, "იუნაიტედი" - 24 მოგება, ფრე - 12.


"ნიუკასლის" სტადიონი


ლიგა: "ნიუკასლი" - 30 მოგება. "იუნაიტედი" - 28 მოგება, ფრე - 17.

პრემიერ-ლიგა: "ნიუკასლი" - 4 მოგება. "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 5

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ნიუკასლი" 0-4 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 5 აპრილი, 2014 წელი
სწრებადობა: 52, 081
მსაჯი: კევინ ფრენდი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ხუან მატა 39', 50', ჩიჩარიტო 64', იანუზაი 90+3'

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სენტ ჯეიმს პარკზე" დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები



გოლების საერთო რაოდენობა

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში იმსაჯა, 100 ყვითელი და 6 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივენ ჩაილდი, პიტერ კირკუპი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი
მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 21:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რთული მეტოქე იყო ყოველთვის ნიუკასლი, თუმცა ძალიან დიდი დანაკლისით შეხვდებიან თამაშს, ჩვენკიდე ერთი ტრავმირებული გვყავს და ეს ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. იმედია, გამარჯვებას შევძლებთ, არსენალიც წააგებს და მესამეზე დავბრუნდებით.

სისესი ძალიან მეშინია იმედია ჩვენი დაცვა მაგას და კაბელას შეაჩერებს და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება. კიდევ იმედია სვარკა არ იქნება და ვან გაალი კარგ გუნდს შემოგვთავაზებს. ერერა ძირითადში !! სმოლინგს გააქვს ;დდ
0
№2
ავტორი: Wardell
3 მარტი 2015 21:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კაბელა კარგ ფორმაში იყო ბოლო დროს და კაია რო არ იქნება, დამეტი და ტეილორიც ცენტრში დიდი ძალა არიან და მათი არ ყოფნაც გადასარევია აი კოლბეკიც რო არ ყოლოდათ ვაფშე კანფეტ იქნებოდა. მოსაგები რო გვაქ და ასე შემდეგ მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია.

rojodiablo

თუ ნახე მოწერილი მანიშნე რამენაირად :D :D
0
№3
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 21:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ თამაშით ადვილი არ იქნება 3 ქულის აღება, მაგრამ უკვე მგონი დროა მოეშვან ესე უაზროდ განიავებას. იგივე სასტავი იქნება ალბათ, როგორც ყოველთვის ბურთის ფლობაც გვექნება, უბრალოდ გამოყენება ისწავლონ როგორმე wink დი მარიას კარიერაში ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა და იმედია ეხლა მაინც იზამს რამეს
0
№4
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 02:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თავისი გოლების 69% "ნიუკასლმა" მეორე ტაიმში გაიტანა - ლიგაში ყველაზე მაღალი მსგავსი მაჩვენებელია.

ჩვენთან ვერ მოახერხებენ საერთოდ გოლის გატანას, იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 09:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მოგწერე უკვე.

შენ ნუ მოგინდა სულ ყველაფერი, კოლბეკი არ იყოსო, ის არ იყოსო, ეს არ იყოსოს wink ტიოტე რომ არაა ეგეც კაი ამბავია და ყველაზე უკეთესი ისაა, რომ პარდიუ აღარაა. არ მიყვარს მაგ კაცის გუნდთან თამაში და კრისტალთანაც ნახე როგორ გაგვიჭირდება.

შარშანდელი გუნდით მოვიგეთ, თანაც კარგი თამაშით, მატას გაბრწყინებით და იქნებ ამ თამაშშიც ასე მოხდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 11:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ის 18 წლის ბიჭი რომ ყავთ ოღონდ ეგ არ შემოუშვან.
0
№7
ავტორი: Count Alucard
4 მარტი 2015 16:17
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ის ტრადიციული შეცდომა სურათთან დაკავშირებით ამჯერად არ გაეპარათ, როგორც ჩანს lol

თამაშს რაც შეეხება, მე მგონია რომ მშრალ თამაშს ჩავატარებთ და იმედია 0-2 ან 0-3 მორჩება, ბევრი გოლის გატანა გვინდა, ბურთების შეფარდება გვაქვს გამოსასწორებელი.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 16:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
არა, ეგ ჩემი ბრალი ყოფილა. ისინი არაფერ შუაში არიან. შენ რომ არ გეთქვა სულ ასე დავწერდი და სულ შეცდომა მექნებოდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top