თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 17:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1957,
კომენტარები: 10
ვან გაალი დი მარიას ენდობა
ლუი არგენტინელს ნდობას უცხადებს.
ვან გაალი დი მარიას ენდობა
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მას ანხელ დი მარიას წარმატების სჯერა და "სანდერლენდთან" ჩატარებულ ცუდ მატჩს არგენტინელი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

"შავი კატების" წინააღმდეგ ანხელმა ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, რის შემდეგაც ვან გაალს მისი შეცვლა შესვენებაზევე მოუხდა. მატჩის შემდგომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ადვილი არ იყო ასეთი დონის ფეხბურთელის შეცვლა, მაგრამ ანხელს დრო სჭირდება.

ლუი ვან გაალი თვლის, რომ ახალმოსული ფეხბურთელისთვის სირთულეების წარმოშობა ნორმალურია და არგენტინელი ფეხბურთელი ამისგან თავის დასაღწევად ბევრს შრომობს.

"ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს ასეთი სახის მატჩი - დი მარია არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ცუდი დღე ჰქონია. მას შეუძლია მომდევნო მატჩში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ანხელი ძალიან კარგად ვარჯიშობდა და არამგონია რამე პრობლემა არსებობდეს.

უკვე ავხსენი, რომ პრემიერ ლიგის უფრო მაღალი რიტმი მნიშვნელოვანი ასპექტია. გარდა ამისა, ის ახალ გარემოს, ახალ კულტურას უნდა შეეგუოს, რაც ადვილი არ არის.

პრობლემა ეხება არა მხოლოდ დი მარიას, არამედ ჩვენ მიერ შეძენილ თითოეულ ფეხბურთელს. ეს მატჩის შემდეგაც ავხსენი. დააკვირდით სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც შევიძინეთ: ბლინდი, შოუ, ერერა, ფალკაო და ასევე დი მარია, და დაინახავთ, რომ ყველას აქვს პრობლემა. ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის, გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, რომ სწრაფად მოეხდინა ადაპტირება. ჰოლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში ასეთი რამ მინახავს. როგორც უკვე ვთქვი, მას დრო უნდა მივცეთ, თუმცა არა მარტო მას, სხვა ფეხბურთელებსაც. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ."
- განაცხადა ვან გაალმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
3 მარტი 2015 17:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
უკვე რამდენი რამ დაიწერა და ყველგან მოთმინებას ახსენებს. როდემდე ლუი ? crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 18:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
ყველაზე დიდი უნარი, რაც ახლა გვჭირდება, სწორედ მოთმინებაა, ჩემო გოგინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
3 მარტი 2015 18:28
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დი მარიას რასაც ვუყურებ მანჩესტერში მარტო კონტრშეტევებზე არის კარგი, თითქოს მხოლოდ სიჩქარე და პასი აქვს შემორჩენილიო. კორპუსს ეს ვერ დგავს და ბრძოლაში ბურთის მიღება არ მინახავს ამისი. ეს რო ათამაშდება ალბათ საგრძნობლად დაეტყობა გუნდს. მჯერა რო მარტო გვარი არაა დარჩენილი დი მარიასგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 18:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოველნაირად მოუკლო თამაში არადა ძალიან მენატრება ძველი დიმკაა
0
№5
ავტორი: DiMaria
3 მარტი 2015 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ე ბიჯო ასე რა. რა გამიტრაკეს საქმე ყველამ. მაცადეთ კაცს, ფალკაოზე კარგიც არ ვარ? მომავალ სეზონში ისიც და მეც ნახეთ რას ვითამაშებ
0
№6
ავტორი: .S.A.F.
3 მარტი 2015 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
gamarjobat yvelas. jigrebi xart! me tqvnetan var dzaan didi xania titqmis rac arsebobs red army da dgeshi 10 jer mainc sheovdivar . adre viyavi daregistrirebuli mere damviwyda da exla isev shemogiertddit srulfasovnad :D
xo exla rac sheexeba am kochls :D magra mevaseba da ertaderti ragcit vinugesheb tavs realshi ro gadavda di maria pirvel wels verafers ver aketebda saertod yvela ambobda ro ozili ufroo magari iyoo da mere reebic chaidina ki icit ase rom veldoebi mooutmenlad rodis gaixsneba di marias inglisuri varskvlavi <3
0
№7
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 20:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერზე რატომ იძახის რო მაგრად მიდის და მაგრადაა ყველაფერი areyoukiddingme
0
№8
ავტორი: Jubo
3 მარტი 2015 21:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ კარგად რომ იყოს ჩემთვის ეგ იქნებოდა გასაკვირი. ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები ლუის, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 02:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მას დრო უნდა მივცეთ, თუმცა არა მარტო მას, სხვა ფეხბურთელებსაც. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ

სხვა რა დაგვრჩენია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 12:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე დი მარიას მომავალ სეზონს ველოდები...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top