გასულ სეზონში "რაიო ვალეკანოს" რიგებში იჯარის წესით განათხოვრებული საული, მადრიდულ კლუბს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.
The Sun-ი კი იტყობინება, რომ "იუნაიტედმა" თავისი საუკეთესო აგენტი, ჯიმ ლოულორი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე გერმანიაში გაგზავნა, სადაც ლევერკუზენის "ბაიერი" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობდა.
24 წლის ფეხბურთელი პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, შესაბამისად აგენტმა მასზე დაკვირვება მთელი მატჩის განმავლობაში ვერ აწარმოა, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" ნიგესის მიყვანას მაინც ეცდებიან.
ნახევარმცველის აგენტი ხორხე მენდეშია, რომელსაც "იუნაიტედთან" ახლო კავშირი აქვს.
რაც შეეხება ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, ის 17.4 მლნ. ფუნტს შეადგენს.