თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 14:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2084,
კომენტარები: 10
ჯონსი: "სისოკოს უნდა ვუფრთხოდეთ"
ფილ ჯონსი "ნიუკასლთან" მატჩის წინ.
ჯონსი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხვალ "ნიუკასლს" ეწვევა, ფილ ჯონსი კი მეტოქისგან, რომელიც მიმდინარე სეზონში რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვებით გამოირჩა, რთულ დახვედრას ელოდება.

"სათამაშოდ ძალიან რთული მატჩია, განსაკუთრებით ღამით. ბევრი მაყურებელი, დიდი სტადიონი და დიდი მოედანია. როცა იქ ჩადიხარ, არასდროს იცი რას უნდა ელოდე. ეს კი მხოლოდ მათ აძლევთ სარგებელს, ჩვენ ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და თამაშს პოზიტიურად მივუდგეთ."

გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" "ნიუკასლი" გასვლით მატჩში 0-4 დაამარცხეს და ჯონსი თვლის, რომ ლუი ვან გაალის შეგირდები ამას მოტივაციისთვის გამოიყენებენ, თუმცა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ მუსა სისოკოს, რომელი "ნიუკასლის" ნახევარდაცვის ლიდერია.

"ვფიქრობ, სისოკო მათთვის დიდი ფეხბურთელია. სწრაფად მორბენალი, ძალიან აგრესიული და ძლიერია - ალბათ მათი მთავარი ფეხბურთელია. გასული სეზონის მატჩის ვიდეომასალას ვუყურეთ, სადაც ვნახეთ, თუ რაში ვიყავით კარგები და რა უნდა გავაუმჯობესოთ. იმ მატჩში ვდომინირებდით, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. ჩავედით, კარგად ვითამაშეთ და 4-0-ით გავიმარჯვეთ. იმედია, ამას გავიმეორებთ." - განაცხადა ჯონსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 14:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ დააყენოს მხოლოდ ბლინდი ნახევარდაცვაში და არაფერიც არ იქნება. მარტო ბლინდს შეჭამს მუსა აბა რა იქნება.,
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Malboro463
3 მარტი 2015 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
კაბელას ნეტა რომელი გაჩერებს
1
№3
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 15:16
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სისოკოზე მეტად სისესი მეშინია
1
№4
ავტორი: Malboro463
3 მარტი 2015 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
Rosso Diavolo,
ამ მცველების შემყურე დაუნინგისაც უნდა გვეშინოდეს
1
№5
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 15:38
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Malboro463,

სისემ იმიტო რო ყოველთვის საშიშია და ჩელსისაც მაგარი ჩაუტარა
1
№6
ავტორი: Goginashvili777
3 მარტი 2015 17:55
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სისოკო არა ტოროლა lol გადავუვლით ან ფრეა უეჭველი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: DiMaria
3 მარტი 2015 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ნეტა ვის არ უნდა ვუფრთხოდეთ ის თქვი შენ cerealguy
1
№8
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 20:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
4-0 ნუ მოიგებთ შარშანდელივით 3 ქულა წამოიღეთ ოღონდ, მაგას ვინც ჩივის derpwhy რამდენჯერაც ჩააწვდიან იმედია იმდენ გოლს არ გაგვიტანენ
1
№9
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 12:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი აქ მართლა ფელაინი გვჭირდება ოღონდ ფიზიკურად მზად რომ იყოს თორე ნიუკასლის ფეხბურთელები აქცენტს ცენტრში ბრძოლაზე აკეთებენ და ყველა ჰალკი ყავთ.
1
№10
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 12:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სათამაშოდ ძალიან რთული მატჩია, განსაკუთრებით ღამით. ბევრი მაყურებელი, დიდი სტადიონი და დიდი მოედანია

არ მაინტერესებს, 3 ქულა წამოიღეთ derpneutral
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top