თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 09:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1649,
კომენტარები: 7
ბლეკეტის ამბიციები
ტაილერ ბლეკეტის ამბიციები.
ბლეკეტის ამბიციები
ხუთშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ტაილერ ბლეკეტი იმედოვნებს, რომ თავის გუნდს დაეხმარება, როგორც პრემიერ ლიგაში, ისე საერთაშორისო არენაზე.

"წითელი ეშმაკების" პირველი გუნდის რიგებში დებიუტის შემდეგ ტაილერმა რამდენიმე მატჩი კიდევ ჩაატარა და ამჟამად მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული 10 შეხვედრაა.

ბლეკეტი მოხარულია იმით, რომ პირველი გუნდის მცველებთან ერთად თამაშის საშუალება აქვს იმედოვნებს, რომ მომავალშიც ასე იქნება.

"მომწონს სხვა მცველებთან ერთად მუშაობა, რადგან მათ ეს ყველაფერი უკვე გამოიარეს. მათგან მაგალითს ვიღებ და ვიმედოვნებ, შემადგენლობაში ადგილისთვის შევებრძოლები. პირველ გუნდში ადგილის მოპოვება მსურს.

მინდა, ინგლისის ნაკრების რიგებში მიწვევა მივიღო და ისეთი ძლიერი გუნდის რიგებში დავმკვიდრდე, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". ვიცი, რომ ყველაფერი მაქვს, რაც ამ გუნდში წარმატების მისაღწევად მჭირდება.

ყველა მწვრთნელი მეხმარება და იმედი მაქვს, დიდი მიღწევები მექნება. უნდა გავაგრძელო საკუთარ თავზე მუშაობა, კონცენტრაციის შენარჩუნება და სამწვრთნელო შტაბის მითითებების მოსმენა. ყველაფერს სერიოზულად ვეკიდები, რასაც მეუბნებიან."
- განაცხადა ბლეკეტმა.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 09:57
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან კარგი ბიჭია. ამისგან ძალიან მაგარი მცველი დადგება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 10:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვიცი, რომ ყველაფერი მაქვს, რაც ამ გუნდში წარმატების მისაღწევად მჭირდება.


რა თავმდაბალია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 მარტი 2015 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
რა გინდა დუმბო, ამბიცია აშკარად აქვს... wink
0
№4
ავტორი: Mufc7
3 მარტი 2015 14:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველაფერს სერიოზულად ვეკიდები, რასაც მეუბნებიან

კარგი ბიჭი ხარ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: DiMaria
3 მარტი 2015 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ გინდა ევრას დონის გახდე ოღონდ ცენტრში?
0
№6
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 20:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სამწუხაროდ დღეს არ გვყავს ისეთი მცველი რომლისგანაც მაგალითს აიღებდა და ბევრს ისწავლიდა
0
№7
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 12:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ევანსისგან რა უნდა ისწავლო ? derpwhy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top