ედ ვუდვორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ახალი დირექტორის ძიებაშია. დირექტორმა ბრაიან მაკკლერმა კლუბი შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციიდან შემოთავაზების გამო დატოვა. ახლა კი ვუდვორდი ეძებს ისეთ ადამიანს, რომელიც გუნდის მომზადებას მომდევნო 20 წლის განმავლობაში შეძლებს.
მაკკლერი "იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი იყო, რომელმაც გუნდში 11 წელი გაატარა და 471 ჩატარებულ მატჩში თავი 117 გოლით გამოიჩინა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თანამშრომლობა ბრაიანთან 1987 წელს დაიწყო და სადაც არ უნდა იყოს, იგი მუდამ ჩვენი ოჯახის ნაწილი იქნება."
"მან, როგორც შოტლანდიელმა თავისი წარმოშობითა და სამსახურით უნდა იამაყოს. მუშაობა FA-ში და თან მშობლიურ ქვეყანაში-შესანიშნავი შანსია. იგი ჩვენ გვტოვებს, მას საუკეთესო სურვილებით ვემშვიდობებით. აკადემიაში მუშაობის დროს, ბრაიანმა მთელს მსოფლიოში შესანიშნავი რეპუტაცია მოიპოვა და კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა."-განაცხადა ვუდვორდმა
2006 წელს ლეს კერშოუს შეცვლის შემდეგ, მაკკლერმა აკადემიიდან 35 ფეხბურთელი აღმოაჩინა, მათ შორის: დენი უელბეკი, ადნან იანუზაი, ჯეიმს უილსონი, ტაილერ ბლეკეტი და პედი მაკნეირი.
შოტლანდიელმა კლუბს თავისი გადადგომის შესახებ უკვე აცნობა, თუმცა ის "იუნაიტედში" სეზონის ბოლომდე დარჩება.
ვუდვორდს ახალი დირექტორის ძიებაში კლუბის მდივანი, ჯონ ალექსანდრი და პრემიერ ლიგის ელიტურ მოთამაშეებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონ მერტო დაეხმარებიან, რომელიც კლუბში დევიდ მოიესის დროს გამოჩნდა.