პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც "იუნაიტედის" მხრიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე მოხვდა. უეინ რუნი, რომელმაც "სანდერლენდთან" მატჩი დუბლი გაიფორმა, სრულიად დამსახურებულად მოხვდა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში. გარდა ორი გატანილი ბურთისა, რუნი ასევე აქტიური იყო მთელი მატჩის მანძილზე, როგორც თავდასხმელის, ასევე ნახევარდაცვის პოზიციაზე.