რადამელ ფალკაო "იუნაიტედს" დატოვებს.
რადამელ ფალკაო სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და მის საიჯარო ხელშეკრულებას "ვალენსია" გამოისყიდის.
კოლუმბიელი თავდამსხმელი ამჟამად "ოლდ ტრაფორდზე" იჯარის წესით ასპარეზობს და "იუნაიტედს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.
თუმცა ლუი ვან გაალი არ აპირებს რადამელის შეძენას, რადგან მისი სათამაშო ფორმა არ აკმაყოფილებს და როგორც კი იჯარის ვადა ამოიწურება, ფალკაოს გაუშვებს.
"მონაკოს" ხელმძღვანლობამ უკვე განაცხადა, რომ რადამელის თაობაზე არაერთი შეთავაზება აქვთ, ესპანური პრესა კი ირწმუნება, რომ ფეხბურთელისთვის რბოლაში "ვალენსია" ლიდერობს.
"ღამურები" ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, მაგრამ მფლობელ პეტერ ლიმს სურს, მისი გუნდი მომდევნო სეზონში "რეალს", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ტიტულისთვის შეეცილოს.
"ვალენსიას" გუნდში უკვე ჰყავს ფორვარდები, "მანჩესტერ სიტიდან" იჯარის წესით აყვანილი ალვარო ნეგრედოსა და პაკო ალკასერის სახით, მაგრამ "მესტალიაზე" ფალკაოს მიყვანაც სურს.
წყარო:
express.co.uk