2-03-2015, 15:39
ნანახია: 3039,
კომენტარები: 18
დი მარია ლავესის ნაცვლად
არგენტინელი შემტევი "იუნაიტედის" რადარზე.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ლივერპულს" დაასწროს და პსჟ-ს ეზეკიელ ლავესის თაობაზე შეთავაზება გაუკეთოს.
გასულ ზაფხულს ლავესი ახლოს იყო "ლივერპულში" გადასვლასთან და მერსეისაიდელებისგან შეთავაზება იანვარშიც მიიღო.
მაშინ არგენტინელმა დარჩენა ამჯობინა, მაგრამ სეზონის ბოლოს ის პარიზულ კლუბს აუცილებლად დატოვებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ეზეკიელი კლუბში მოიყვანოს და ამისთვის შესაძლოა დი მარიას შეთავაზებასაც კი არ მოერიდოს.
თუ "იუნაიტედი" კონკურენციას მოიგებს, "ლივერპულს" მთელი შრომა და ლოდინი წყალში ჩაეყრება.
წყარო:
metro
ახალი ამბები, ტრანსფერები
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.