მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში არ იგრძნობა, ზაფხული დადგა, ეს კი ნიშნავს, რომ სეზონის საპასუხისმგებლო ნაწილში შევდივართ. უახლოეს მატჩებში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა სეზონის მიმდინარეობისას ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. გველოდება შეხვედრები "არსენალის", "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ - მარტი ნამდვილად ცხელი იქნება.
ერთი კვირის წინ "სუონსისთან" მარცხის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო "სანდერლენდთან" გამარჯვების მოპოვება და სამი ქულის აღება. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედი გვაქვს და გვესმის, რომ მისთვის ბრძოლა უმკაცრესი იქნება. ოთხშაბათს გასვლაზე "ნიუკასლს" ვეთამაშებით. "სენტ ჯეიმს პარკი" შესანიშნავი სტადიონია, რომელთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს, იქ ხომ არაერთხელ გავიტანე გოლი.
შესაძლებლობას ვიყენებ და მინდა ჩემს ყოფილ გუნდს, "ჩელსის" მივულოცო ლიგის თასის მოპოვება. იქ ბევრი მეგობარი დამრჩა და მიხარია, რომ წარმატებას მიაღწიეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გასულ კვირას მანჩესტერის სკოლაში ბავშვებთან შეხვედრის ორგანიზება მოახდინა. ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ რამდენად მნიშვნელოვან სოციალურ საქმეს აკეთებს კლუბი ამ მიმართულებით. ბავშვებთან ერთად შესანიშნავად გავატარეთ დრო და ბევრს ვიცინოდით.
გეხვევით და სისიამოვნო კვირას გისურვებთ.
ხუანი.
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.