თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2015, 14:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1846,
კომენტარები: 7
სმოლინგი: "6 ქულა გადამწყვეტი იქნება"
კრის სმოლინგი მომდევნო მატჩზე.
სმოლინგი:
კრის სმოლინგი დარწმუნებულია, რომ ჩრდილო-დასავლეთის გუნდების წინააღმდეგ მოპოვებული 6 ქულა "იუნაიტედის" თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი იქნება.

"ოლდ ტრაფორდზე" "სანდერლენდის" დამარცხების შემდეგ "წითელი ეშმაკები" სტუმრად "ნიუკასლს" ეწვევიან და "კაჭკაჭების" მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაში მხოლოდ 10 ტური დარჩება. სმოლინგი დარწმუნებულია, რომ ამ ორ შეხვედრას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სეზონის დარჩენილ ნაწილში.

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოთხშაბათს გავიმარჯვებთ, რადგან 6 ქულა ამ სამ თუ ოთხ დღეში უმნიშვნელოვანესი იქნება. თავდაჯერებულობით უნდა აღვიჭურვოთ, რაც მომდევნო თვეებში გადამწყვეტი იქნება."

როგორც "სანდერლენდი", ისევე "ნიუკასლიც" დიდი ალბათობით კონტრ-შეტევებზე ააგებს თამაშს. სმოლინგი აცხადებს, რომ მისი გუნდი მომთმენი უნდა იყოს, როცა უტევს, ხოლო მცველები ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა მათი კარის მიმართულებით შეტევა იწყება.

"უბრალოდ ბურთი უნდა ვამოძრაოთ, ხანდახან კი ამას ფლანგიდან ფლანგზე გადატანით ახერხებ. შემდეგ ელოდები მომენტს, რათა ერთ-ერთ შენ მოწინააღმდეგეს პოზიცია დააკარგვინო და შანსი მიიღო. მაგრამ ცენტრალური მცველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშს არ გამოეთიშნონ. ყურადღებით უნდა ვიყოთ და მატჩის წინ მწვრთნელი სწორედ ამას გვავალებს." - განაცხადა სმოლინგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2015 14:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სმოლინგი წითელი ბარათის შემდეგ აღარ სმოლინგობს და ასე გააგრძელე! ზეგ კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. როგორი იმედი მქონდა, რომ არსენალი ან ლივერპული მაინც ვერ მოიგებდა და გამიცრუვდა იმედები. სიტუაცია სულ უფრო რთულდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
2 მარტი 2015 14:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ცოტა როტაციას თუ არ მიმართა ლუიმ, ესე სულ ერთი გუნდით მთელ მარტ-აპრილს ფიზიკურად ვერ გავივლით. პერეირას მისცეს შანსი, რაფაელმა უნდა ითამაშოს აუცილებლად, მატამ. რესურსი არის მთავარია როგორ გამოიყენებ.
0
№3
ავტორი: Goginashvili777
2 მარტი 2015 15:10
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
პერეირა მეც მინდა რო დააყენოს, მაგრამ სად გვაქვს იმის თავი და დრო, რო ახალგაზრდებს მივცეთ შანსი.. ბარნლიდან დაწყებული სუონსით დამთავრებული, ყველა მეტოქეს ისე ვეთამაშებით, თითქოს და საჩემპიონო ბრძოლაა და ერთმანეთზე უკეთესი გუნდები არიან მოედანზეო.. ყველასთან თანასწორად ვთამაშობთ და არამგონია გარისკოს, თუმცა კარგი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2015 16:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნიუკასლთან ქულების დაკარგვით ოთხეულსაც დავემშვიდობოთ უკვე. მარტში და აპრილში ისეთი თამაშები გვაქვს რო ქულების დაკარგვები მანდაც გვეყოფა

უკვე საკმარისზე მეტი თამაში გააფუჭეს

სმოლინგმა მოუმატა ისე და მიხარია, დაცვაში ვიღაც მაინც უმატებს. ეს შეიძლება დიდი არაფერია მაგრამ მაინც
0
№5
ავტორი: red devil
3 მარტი 2015 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Niukasls unda movugot uechveli
0
№6
ავტორი: Mufc7
3 მარტი 2015 14:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ნიუკასლთან 3 ქულა აუცილებლად უნდა აიღონ,თორე მერე ისეთი მატჩები გვიწევს, გაგვიჭირდება ძალიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 13:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,


ლაშა, შენ წარმოგიდგენია როტაცია ჩვენი ამ დაცვის ფონზე ყოველ 2-3 ტურში რა იქნება. მასეთ თამაშს ნაღდად ჩემი გული ვერ გაუძლებს ძაან ბალაგანი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top