თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2015, 13:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 9
რუნი: "დი მარია ყველაფერს გაუმკლავდება"
რუნი დი მარიას შესახებ.
რუნი:
უეინ რუნის სჯერა, რომ ანხელ დი მარია თავის საუკეთესო ფორმაში შევა და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარება.

"იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ანხელმა მალევე მოიპოვა გულშემატკივართა სიყვარული, თუმცა განსხვავებით საწყისი ეტაპისგან, იგი ჩვეული თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს. უკანასკნელ შეხვედრაში დი მარია ლუი ვან გაალმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა და თან განაცხადა, რომ არგენტინელს დრო სჭირდება.

როცა რუნის ჰკითხეს, აქვს თუ არა დი მარიას შესაბამისი ნიჭი იმისთვის, რომ გუნდს დაეხმაროს, კაპიტანმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, აქვს. შაბათი უბრალოდ იყო ერთ-ერთი ისეთი დღე, რომელიც ყველა ფეხბურთელს აქვს. ის დიდებული ფეხბურთელია, რაც არაერთხელ აჩვენა და შეუძლებელია, ასეთი ნიჭი უცებ დაკარგო. იმედი მაქვს, ვნახავთ მის საუკეთესო თამაშებს და ფორმას დაიბრუნებს."

"ანხელს უდიდესი გამოცდილება აქვს და ამას გამოიყენებს, ხანდახან ყველას გვიხდება ასეთი რამის გაკეთება. არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე სიტუაცია, როცა ყველა შენს "გადავლას" ცდილობს. ამას თავად უნდა დააღწიო თავი და დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე დი მარია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2015 14:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე სიტუაცია, როცა ყველა შენს "გადავლას" ცდილობს.


როგორც მივხვდი, ამაში გულისხმობს ბოლო პერიოდში მისი კრიტიკის სიხშირეს, მაგრამ ასეთი რამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს ფეხბურთელი. ეს კი მოტივაცია უფრო უნდა იყოს, რომ ყველა გააჩუმოს. თავადაც აღნიშნა, რომ დრო სჭირდება, მაგრამ რამდენი და როდის მოახერხებს თავის გამოჩენას, როცა დასრულდება სეზონი მერე ძალიან გვიანი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: A.HERRERA
2 მარტი 2015 14:55
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არადა თავიდან რა კარგად დაიწყო love იმედია შეეგუება პრემიერ ლიგას
0
№3
ავტორი: Wardell
2 მარტი 2015 14:56
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვერ ვიტყვი, რომ ვერ შეეგუა და შეეჩვია ინგლისსთქო, იმიტორო პირველი 3 თვე თითქმის ყველა თამაშში საუკეთესო ხდებოდა, უბრალოდ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქ და რაც მალე დაძლევს მით უკეთესი ჩვენთვის.
0
№4
ავტორი: Goginashvili777
2 მარტი 2015 15:08
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იმედია ეგ დრო მალე დადგება, თუ არა გადაგვიარეს უელსურმა კლუბებმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2015 16:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თავიდან ისეთი დასაწყისი ჰქონდა მეგონა გადაურბენდა პრემიერ ლიგას. ვნახოთ რა იქნება, ამის წასვლაზე უკვე იწერება და ამბებია, იასნია ესე მალე არავინ გაუშვებს და იმაზე მეტი სათამაშო დრო ექნება ვიდრე საჭიროა
0
№6
ავტორი: Berba 9
2 მარტი 2015 16:52
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაპიტანი! გვერდში უდგას დარწმუნებული ვარ ყველა ახალწვეულს და ეხმარება ადაპტაციაში, სწორედ ამიტომ არის რუნი ლიდერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: chudikone
2 მარტი 2015 18:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ფეხებზე კიდია თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Mufc7
3 მარტი 2015 15:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კაპიტანი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 13:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,


ეგ იცი როგორი ვარიანტია, თავიდან ახალ გადმოსულში კარგი სეზონის და საუკეთესო ფორმის შედეგად აღწევდა კარგ თამაშს, მაგრამ თუ გახსოვს 1 ტური გამოტოვა ზუსტად არ მახსოვს რომელ გუნდთან და მაგის მერე დაიწყო მისი დაღმასვლა და შეგუება ინგლისთან. ისევ 1 ტური სჭირდება, რომ დაბრუნდეს იმ ძველ კონდიციებში, მაგრამ როდის მოვა ეგ 1 ტური მგონი არავინ იცის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top