"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები პორტუგალიის პრემიერ ლიგის მატჩს დაესწრნენ, რომელშიც ერთმანეთს "პორტო" და "სპორტინგი" დაუპირისპირდნენ – იტყობინება "O Jogo".
ამავე წყაროს თანახმად "იუნაიტედი" ერთ–ერთია იმ კლუბებს შორის, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პორტოს" მცველის დანილოს გადაბირებას ეცდება.
გუშინდელ შეხვედრაში დანილომ მოდანზე 84 წუთი გაატარა, რადგან თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი ბრუნო მარტინს ინდიმ შეცვალა, რომელიც ასევე "იუნაიტედის" დიდი ხნის სამიზნედ ითვლება.
"პორტოსა" და "სპორტინგის" მატჩში, იუნაიტედის დაკვირვების ქვეშ "სპორტინგის" ფეხბურთელი უილიამ კარვალიო და ლუიშ ნანიც იმყოფებოდნენ. მოგეხსენებათ ეს უკანასკნელი სპორტინგში არენდით ასპარეზობს.