"ნიუკასლის" ჰოლანდიელმა გოლკიპერმა, ტიმ კრულმა აღიარა, რომ იგი მოუთმენლად ელის თავის თანამემამულე, ლუი ვან გაალთან და "იუნაიტედთან" შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს "სენტ ჯეიმს პარკის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ოთხშაბათს, კრული დაუპირისპირდება მის ყოფილ მასწავლებელს, რომელთან ერთადაც შესანიშნავ შედეგს მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ კრული არ ითვლებოდა ძირითად მეკარედ, მან მაინც შეძლო და მიიქცია მთელი მსოფლიოს ყურადღება, როდესაც მან ბრწყინვალედ იასპარეზა "კოსტა რიკის" ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, პენალტების სერიაში.
ტიმმა აღიარა, რომ მას აღარ შეუძლია ლოდინი ლუი ვან გაალთან შეხვედრისთვის, თუმცა მისივე თქმით, როცა მოედანზე გავა მას მოუწევს მეგობრული გრძნობების დამალვა.
"ჩვენ ერთად გავატარეთ 10 შესანიშნავი კვირა, რომელიც მუდამ მემახსოვრება. მე მივიღე უდიდესი გამოცდილება, ასევე მე ბევრი რამ ვისწავლე ლუისგან."
"მოუთმენლად ველოდები ოთხშაბათს გასამართ შეხვედრას და სამი ქულის ასაღებად ყველაფერს გავაკეთებთ. "იუნაიტედთან" შეხვედრა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება ჩვენთვის და არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი. ყველანი დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობებში" - განაცხადა ტიმ კრულმა "Sky Sport"თან ინტერვიუში.