"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი აცხადებს, რომ მზადაა საკუთარი გუნდის დასახმარებლად ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.
გუშინ გამართულ შეხვედრაში ლუი ვან გაალმა თავდასხმის ხაზში უეინ რუნი გაამწესა, რადგან რობინ ვან პერსი ტრავმირებულია.
კაპიტანმა კი არ დააღალატა და დუბლი გაიფორმა.
2015 წელს ეს რუნის მიერ გატანილი პირველი ბურთებია და მიუხედავად იმისა, რომ რუნი ნომინალური თავდასხმელია, მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.
"ამას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაკეთებ დამოუკიდებლად იმისა, მიკეთია თუ არა კაპიტნის სამკლაური. ადრე მიხდებოდა ნახევარდაცვაში თამაში, ფლანგზე თამაში. ხანდახან ისე უნდა იმოქმედო, როგორც გუნდს წაადგება.
სწორედ ასე ვუყურებთ საგნებს მე და მწვრთნელი და სწორედ ამიტომ ვთამაშობდი ნახევარდაცვაში. მიყვარს ფეხბურთი და ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი ისურვებს." - განაცხადა რუნიმ.
წყარო: skysports
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.