თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2015, 14:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2652,
კომენტარები: 7
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
განლაგება

"სანდერლენდის" წინააღმდეგ ლუი ვან გაალის გუნდმა 4-2-3-1 სქემით ითამაშა.


ფალკაო - ცენტალური ფორვარდი - რუნი - სიღრმეში, ვინგერების კომპანიაში: იანგი და დი მარია. საყრდენი ნახევარმცველების წყვილი: ერერა და ბლინდი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


სეზონის დასაწყისიდანვე "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი პასის პრობლემას აღვნიშნავთ. იქნება ეს 3-5-2 თუ 4-4-2 რომბი, ვარიანტი ერთია:

საკუთარი კარის სიახლოვეს ჩადის ბლინდი, რომელიც შეტევას იწყებს. თუ მოწინააღმდეგე ავიწროვებს ჰოლანდიელს ან მის ნაცვლად მოედანზე კერიკია, მეკარე ან მცველები იძულებულნი არიან პირველი პასი თავად გააკეთონ და თამაში ჩაგდებებს ემსგავება, ვან პერსისა და ფელაინის ასეთი პასების დაჭერის უნარი ნამდვილად აქვთ, მაგრამ ხშირად ამას არაფერი სიკეთე არ მოჰყვება.

ზედიზედ მეორე მატჩია გუნდი სხვაგვარად მოქმედებს:

ფლანგის მცველები მაღლა განლაგდებიან, მოედნის ცენტრთან ახლოს და საწყის ფაზაში მონაწილეობას არ იღებენ. ცენტრალურ მცველებთან დასახმარებლად კი არა მარტო ბლინდი, არამედ მეორე საყრდენი ნახევარმცველი ანდერ ერერაც ჩამოდის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ორი აქტიური ფეხბურთელის არსებობა, რომლებიც მუდმივად იხსნებიან და კარგად ურთიერთქმედებენ, ცენტრალურ მცველებს საქმეს უიოლებს - არ არის პრესინგიდან თავის დასაღწევად გრძელი პასისთვის მიმართვის აუცილებლობა, შესაძლებელია რომელიმე მათგანს მიაწოდონ პასი, ან თავად წავიდნენ წინ, თუ ამას სიტუაცია მოითხვოვს, რაც არაერთხელ გააკეთა სმოლინგმა.

აღსანიშნავია, რომ "სანდერლენდმა" პრესინგისთვის ოთხ ფეხბურთელს მიმართა. მიუხედავად დასაწყისში მცირე ნერვიულობისა, "იუნაიტედს" ეს პრობლემას არ უქმნიდა. მცირე პრობლემებს განიცდიდა ჯონი ევანსი და მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ ეს არა მარტო გუშინ, არამედ შვიდია წელია ასეა.

პირველი ტაიმი

გადავწყვიტეთ პირველი ტაიმის საგოლე მომენტები დაგვეთვალა და კლასიფიკაციის მიხედვით დაგველაგებინა:

3:35 - დი მარიას მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ რუნის დარტყმა, ბურთმა ძელთან ახლოს ჩაიარა.

11:45 - სახიფათო ჩაწოდება დი მარიასგან, მაგრამ როხო შორეულ ძელთან დახვედრას ვერ ახერხებს, დამატებაზე იანგი თამაშობს.

24:55 - დი მარია პასს აწვდის ვალენსიას, ხდება საჯარიმოში ჩაწოდება, მეკარის საჯარიმოს კუთხიდან იანგის დარტყმა. ხარიხა, ერერას დამატება.

29:30 - კარის წინ სახიფათო ზონაში ჯარიმა, რომელიც დი მარიამ გამოიუმუშავა. თავად შეასრულა. დატყმა კარს ასცდა.

33:10 - როხოს ჩაწოდების შემდეგ დი მარიას დარტყმა საჯარიმოდან. მცველმა დაბლოკა.

37:30 - ერერას მიერ გამომუშავებული საჯარიმო დარტყმა კარის წინ არსებულ სახიფათო ზონაში. დაარტყა რუნიმ. მეკარემ კუთხურზე გადაიყვანა.

38:30 - იანგის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ როხოს დარტყმა, ბურთი მცველს კარის ხაზიდან გამოაქვს.

ბოლო 5 წუთში შეიქმნა ორი პოტენციურად საგოლე კონტრ-შეტევა, რომელიც სათვალავში მისაღები არ არის. პირველ შემთხვევაში არაზუსტი პასი გააკეთა რუნიმ, მეორე შემთხვევაში, უფრო სახიფათოში - დი მარიამ. მის შესახებ მოგვიანებით ცალკე ვისაუბრებთ.

ახლა კი შევაჯამოთ: სტანდარტულებიდან 4-ჯერ შეიქმნა გოლის გატანის შესაძლებლოა (2 კუთხური, 2 საჯარიმო), 4-ჯერ პოზიციური შეტევიდან (3-ჯერ საჯარიმოდან განხორციელდა დარტყმა, ერთხელ მის ფარგლებს გარედან), ეს არის პირველი ტაიმის სტატისტიკა, რომელშიც გუნდმა სტვენა დაიმსახურა.

სტვენა ტრიბუნებზე

იანგის წარუმატებელი კუთხური. ბლინდი ბურთის შენარჩუნებას და უკან პასის მიწოდებას ახერხებს. ევანსი, რომელსაც მოწინააღმდეგე ავიწროვებს, ვერაფერს იფიქრებს უკეთესს, ვიდრე დე ხეასთვის ბურთის მიცემაა.

ასეთი სიტუაცია "ოლდ ტრაფორდს" არ მოეწონა. ვან გაალი ისე იყო მომხდარით გატაცებული, რომ ყურადღება არ მიუქცევია.



ანხელ დი მარია

არგენტინელის ყველა შეცდომის ზედმიწევნით განხილვას აზრი არ აქვს.

"დი მარია თამაშში ვერ შევიდა" - ვან გაალი.

პირველ ტაიმში "იუნაიტედის" შეტევათა უმრავლესობა მასზე მიმდინარეობდა. პირველ წუთებში ანხელს სულ ერთი წარმატებული ჩაწოდება გამოუვიდა, ვერც ერთხელ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის გვერდის ავლა, წააგო ყველა ორთაბრძოლა და უხიფათო სიტუაციებში კარგავდა ბურთს.

აღვნიშნოთ, რომ დი მარია, რომელიც მარჯვენა ვინგერის ფუნქციებს ითავსებდა, ხშირად იწევდა ცენტრში. შესაძლოა ეს მწვრთნელის დავალებაა, მაგრამ ეპიზოდებში ამას არავითარი რიცხობრივი უპირატესობა არ მოსდევდა, პლუს თავად ართმევდა საკუთარ თავს თავისუფალ სივრცეს. მის ფლანგზე კი მარტო მყოფი ვალენსია რჩებოდა. იანუზაი, რომელიც შესვენების შემდეგ შემოვიდა, ასეთი რამის უფლებას არ აძლევდა თავს და ფლანგზე მკაცრად მოქმედებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ჩვენი შვიდიანის მიერ შენელებული კონტრ-შეტევაც გავიხსენოთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ყვითელი ფერით გამოყოფილია ოპტიმაური გადაცემები: თავისუფალ ზონაში ჩარბენილი იანგისა და იქვე მყოფი ფალკაოსთვის.

არამგონია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს დი მარიას ნიჭში, მაგრამ მისი ადაპტირებისთვის საჭირო დროის მოთმენა გაცილებით იოლი იქნებოდა, სკამზე კიდევ ერთი ესპანურად მოსაუბრე ბიჭი რომ არ მჯდარიყო, რომელსაც ადაპტირებისთვის დრო სულაც არ სჭირდება და არანაკლებ ნიჭიერია.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმის მთავარ მოვლენად იანუზაის შემოსვლა იქცა. შეტევის მარჯვენა ფრთა მაშინვე ამუშავდა. ვან აანჰოლტმა, რომელიც არავითარ საშუალებას არ აძლევდა დი მარიას რამე მოემოქმედებინა, ადნანს მხოლოდ ერთხელ შეუშალა ხელი და ისიც დამატებით დროში.

ადნანი რეგულარულად ხან თავად იჭრებოდა, ხან ვალენსია გაჰყავდა საჯარიმოს კუთხეში მწვავე პოზიციაზე. მის აქტივში 4 დარტყმაა, რომელთაგან ერთ-ერთს რუნიმ დაამატა. მაგრამ პირველი ხანგრძლივი შეტევაც, რომელიც პენალტით და გოლით დასრულდა, მარჯვენა ფლანგიდან განხორციელდა.



აღსანიშნავია, რომ იანუზაიმ კარიერის საუკეთესო მატჩები მარცხენა ფლანგზე ჩაატარა.

გაძევების შემდეგ "იუნაიტედის" უპირატესობა ბურთის ფლობაში ტოტალური გახდა. მომენტები ერთი მეორის მიყოლებით იქმნებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედის" 28 დარტყმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, "თამაში არ აქვს".

მეორე გოლი 10 გადაცემის შედეგია. ყველა - გრძელი პასი.



ბლინდი - ერერა

ბიჭები გარანტიას ქმნიან საჯარიმოდან სწრაფი ამოსვლისა, ბურთის კონტროლისა და შეტევაში სისწრაფისა.

დეილი ბლინდის 103 პასი, 95 ზუსტი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ანდერ ერერას 100 პასი, 90 ზუსტი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


ორივე მათგანმა ორ-ორჯერ დაარტყმა კარში.

Are you watching Michael Carrick?

თუ ვინმეს უარყოფითის დანახვა სურს, ალბათ იტყვის, რომ ბლინდი-ერერა საკმაოდ სუსტები არიან და მათი "მოხსნა" ადვილი იქნება. ალბათ, მომავალში გავიგებთ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "სუონსის" მეორე გოლი მათ სინდისზეა და "სანდერლენდის" ერთადერთი სახიფათო მომენტიც ერერას შეცდომას მოჰყვა.



დი მარიამ დაკარგა ბურთი, მაგრამ არ გამოეთიშა. თითქოსდა შეტევას არავითარი ხიფათი არ მოჰყვება, მაგრამ ერერა არასწორად განლაგდა და მოწინააღმდეგის აჩქარება გამოტოვა. ბლინდი და ევანსი ნახევარპოზიციაზე იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, დე ხეა ადგილზეა.

რუნი - ფალკაო

უეინი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა, გულშემატკივარმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მაგრამ სინამდვილეში ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად კარგი იყო. რუნი მაიკ ტაისონს მაგონებს, რომელმაც კარიერა განაახლა: მძიმე, შეცდომების დამშვები, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით გათიშოს.

დაკარგვებისა და წარუმატებელი მოქმედებების რიცხვით, კაპიტანი ანხელ დი მარიას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ერთ-ერთ ასეთ ნაკლს დე ხეას კართან სახიფათო მომენტი მოჰყვა.

საყრდენ ზონაში ექსპერიმენტებს სიკეთე არ მოჰყოლია. როგორც სერ ალექსი ამბობდა, საჭიროა 4-5 მატჩი, რათა ტრავმის შემდეგ გონს მოეგო. როგორც ჩანს, საყრდენ ზონაში თამაში მისთვის დაზიანების ტოლფასია. სასიხარულოა, რომ მესამე თამაშში მაინც დაიწყო რუნიმ კარში ხშირად დარტყმა. გასული სეზონის სტატისტიკის მიხედვით, ტოპ-5 ჩემპიონატში, რუნის, მესისა და სუარესს საჯარიმოს გარედან დარტყმების საუკეთესო რეალიზაცია აქვთ - ყოველი მეშვიდე გოლით სრულდებოდა. შეტევაში დაბრუნების შემდეგ მესამე მატჩში როგორც ჩანს კაპიტანს გაახსენდა ეს.

ფალკაომ, რომელმაც პენალტი მოიპოვა, კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში ჩაატარა. ლინეკერის პროგრამაში MOTD რადამელის თამაში განიხილეს. კოლუმბიელი დაჩაგრეს იმით, რასაც მიმდინარე სეზონის ვან პერსის უწუნებენ: ცუდად იხსნება, გადაცემისთვის საკუთარ თავს არ სთავაზობს. ბრალმდებლები იყვნენ შირერი და გულიტი. მათ კი ნამდვილად იციან რა არის შეტევაში თამაში.

დავამატოთ, რომ ფალკაო, რომელსაც ხშირად უხდება ბურთის მიღება კარისკენ ზურგით დგომისას, ასეთ სიტუაციებში ძალიან ცუდია. საუბარია არა იმაზე, თუ რატომ უხდება ბურთის მიღება სიღრმეში, არამედ იმაზე, რომ ამას ხშირად ბურთის დაკარგვა მოსდევს.

კრის სმოლინგი

ცალკეულ ხსენებას იმსახურებს. ვინ იფიქრებდა, რომ მცველი, რომელსაც სეზონის სტარტზე უმოწყალოდ ვაკრიტიკებდით, გახდებოდა არა მარტო "იუნაიტედის" საუკეთესო მცველი, არამედ ითამაშებდა კარიერის საუკეთესო ფეხბურთს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (ტაქტიკური განხილვა)


არც ერთხელ არ წაუგია ორთაბრძოლა, თავს უფლებას აძლევდა შეტევაში ჩართულიყო, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ ვუწოდებთ განუსჯელს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი.
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 15:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლინეკერის პროგრამაში MOTD რადამელის თამაში განიხილეს. კოლუმბიელი დაჩაგრეს იმით, რასაც მიმდინარე სეზონის ვან პერსის უწუნებენ: ცუდად იხსნება, გადაცემისთვის საკუთარ თავს არ სთავაზობს. ბრალმდებლები იყვნენ შირერი და გულიტი. მათ კი ნამდვილად იციან რა არის შეტევაში თამაში.


დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებს თავისი კრიტიკოსები გამოუჩნდება და ვიცი, ვინც იქნება ერთ-ერთი მათგანი და დაახლოებით მისახვედრია რა არგუმენტებსაც მოიშველიებენ, ამიტომ დაველოდები.

რაც შეეხება რუნის საუკეთესოებას, მეც იგივე აზრის ვარ, რაც კორენევმა და დანარჩენმა ჩვენიანმა თქვა. რუნის არ მოუხსნია ვარსკვლავები, არ ჩაუდენია საოცრებები, მაგრამ სხვა მოთამაშეებთან შედარებით დაასახელეს ის საუკეთესოდ. შესაძლოა აქაც იფიქროს ვინმემ, რომ იანუზაი ჯობდა, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს.

გარკვეული მიზეზების გამო მატჩის პირველ 20 წუთს ვერ ვუყურე, ამიტომ ბევრს ვერაფერს დი მარიას თამაშის შესახებ, მაგრამ დანარჩენმა 25 წუთმა სრულად მომცა იმის საშუალება, რომ ანხელი ამ მატჩშიც საკუთარი თავის აჩრდილად ჩავთვალო. როცა იანუზაი დავინახე მის ნაცვლად შემოსული, ვიფიქრე დი მარიას რაღაც დაემართა და ამიტომ გაიყვანა-მეთქი, მაგრამ მართებული და არგუმენტებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიუღია ლუის. ჯერ ხომ რა ფორმაშია ანხელი და მარჯვენა ფლანგზე უარესი იყო.

იანუზაის შემოსვლამ ითამაშა როლი იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ზოგადად ფლანგიდან თამაში. უკეთესი პასი, გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი და გამოზომილი გადაცემები რომ გაეკთებინა ანდერს საჯარიმოში შესვლის დროს, ალბათ კიდევ გავიტანდით.

არანაკლებ ამწვავებდა იანგი პირველ ტაიმში, მაგრამ მისი უბედურება ის იყო, რომ საჯარიმოში შესულს პასის მიწოდების ვარიანტები თითქმის არ ჰქონდა და ყოველთვის მოწინააღმდეგეს აძლევდა პასს. ეს უფრო ფორვარდების და შეტევაში მყოფი ფეხბურთელების ბრალია, ვიდრე იანგის.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას არ იყო გადასარევი მატჩი, მაგრამ იყო დადებითი მხარეები. თუმცა სუონსისთან მატჩი შეტევის მხრივ მე პირადად მერჩივნა ამ თამაშში შეტევის სიხშირესა და სიძლიერეს. 3 დღეში უფრო რთული გამოცდა გვაქვს და შემდეგ უფრო და უფრო რთული. ახლა იწყება ჩვენი გამოცდა და ახლა უნდა ჩავაბაროთ, რომ რამეს მივაღწიოთ. ისევ იმედის თვალით უნდა შევხედოთ მომავალს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2015 17:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი და იანგი უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ, დი მარია ფალკაო ჩაკვდნენ. რა მაგარია 3d_3

ევანსის უკან დაბრუნებები იმენა ნერვებს ღლიდა areyoukiddingme დი მარია რო ბურთს იღებდა უკვე ვიცოდი რო ჩვენ კართან სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა, უბრალოდ მხრის მირტყმაზე დ აუაზრო მომენტებში ბურთის დაკარგვას შეტევა მოყვებოდა ხოლმე. იყო ერთი მომენტი კარგი ეპიზოდი შეიძლებოდა შექმნილიყო მარა აუზრო აგდაწყვეტილება მიიღო. აი თუნდაც მაშინ როცა ჯერ ფალკაო გაეხსნა კარგად მარა თავის დროზე არ მისცა პასი, მერე იანგმა ჩაირბინა კარგად და თითქმის ერთ-ერთზე რჩებოდა, ამან ფალკაოს გააყოლა უაზროდ. დრო სჭირდებაოდა ვაცალოთ, მარა გავიდა სეზონი
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 18:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გიორგი,


ამას გულისხმობ ხომ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: bziki
1 მარტი 2015 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ფალკაო და ინგლისი ძაან შორ-შორს არიან, ბურთის მიღება და 10 მეტრის გავლა ბურთთან ერთად მინიმუმია რაც ყველას მოეთხოვება, აპრავდანიები მომისმენია რო არაა მაგ სტილის საჯარიმოს კაციაო. მარტო საჯარიმოში თამაში თუა ინძაგი მოვიწვიოთ მაგ ხელფასზე დარწმუნებული ვარ წამოვა, არ მინდა სრულად ფალკაოს ნაკლოვანებზე ლაპარაკი ფაქტია რო ვერ აუღო ალღო ეპლს.
ბლინდი არაა მანჩესტერის დონის თავიდან ვფიქრობდი დრო უნდა თან ჯერ პატარაა მაგ პოზიციისთვის,მაგრამ ეხლა ვხვდები რო არაა ის ვინც მანჩესტერს შეეფერება დონით, არაა ცუდი ფეხბურთელი ზოგადად მარა არა საკმარისად კარგია.ვან გაალს იმდენად ევასება რო მაინტერესებს კერიკი რო დაბრუნდება სად წაიღებს
სმოლისგს სტაბილურობა ქონდეს და მშვენიერი მცველია
0
№5
ავტორი: Count Alucard
1 მარტი 2015 20:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გიორგი,
სამხრეთ ამერიკელებს ძალიან უჭირთ პრემიერ ლიგაში, ანუ ზოგადად ინგლისის სიცივეს ვერ ეგუებიან, განსაკუთრებით ესპანეთის სიცხეს შეჩვეულები და ძალიან ცოტას თუ გამოსდის მალევე ფეხის მოკიდება ინგლისში. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.

თამაშს რაც შეეხება, სხვა თამაშებთან შედარებით წინსვლა იყო, იდეალური არ იყო და ვერც იქნებოდა ბევრი შეცდომა იყო თუმცა საერთო ჯამში ნორმალური მატჩი ჩაატარეს, ბლომად მომენტები შექმნეს და მთელი თამაში დომინირებდნენ მოედანზე, იმედია სენტ ჯეიმს პარკზეც იგივე სურათი იქნება და მოვიგებთ.
0
№6
ავტორი: bziki
1 მარტი 2015 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ლივერთან იქნება გადამწყვეტი თამაში როგორც ქულებით ისე ფსიქოლოგიურად ფრეც კარგი შედეგი იქნება
0
№7
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 18:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ევანსი რატოა ცოცხალი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top