"სანდერლენდთან" მატჩში დუბლის გაფორმების შემდეგ უეინი თავის ცოლთან, კოლინთან ერთად ლიონელ რიჩის კონცერტზე იმყოფებოდა.
ჯონ ო'შის მიერ რადამელ ფალკაოს საჯარიმოში წაქცევის შემდეგ დანიშნული პენალტი უეინ რუნიმ გოლად გარდასახა, შემდეგ კი ადნან იანუზაის დარტყმით ისარგებლა და თავურით დუბლი გაიფორმა.
უეინ რუნიმ Instagram-ზე კონცერტის დაწყებამდე თავის ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა
შაბათს საღამოს მანჩესტერში საკონცერტო შოუ გაიმართა, თუმცა უცნობია ბოლომდე დაესწრო თუ არა მას რუნი.
კონცერტის დაწყებამდე რუნიმ ატვირთა ფოტო შეტყობინებით: "დიდებული გამარჯვება და კარგი კონცერტი ლიონელს რიჩისგან. მშვენიერი დღეა!"
კონცერტის მსვლელობისას კი კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო: "ლიონელ რიჩი. დიდებული კონცერტი."
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.