ბრაზილიელმა მცველმა, მარკინიოსმა განაცხადა, რომ თავისი მომავლის გადაწყვეტას აგენტს მიანდობს.
თებერვლის დასაწყისში 20 წლის მცველის აგენტმა, ჯულიანო ბერტოლუჩიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტის სამსახურით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.
"წითელი ეშმაკების" მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მარკინიოსის გულშემატკივრად ითვლება, მაგრამ თავად მარკინიოსს არ სურს ამ საკითხს დამატებითი ყურადღება მიაქციოს.
"მშვიდად და კონცენტრირებული ვარ. ამ ყველაფერს კი ჩემს აგენტს ვუტოვებ.
პსჟ ჯერ კიდევ უარს აცხადებს მოლაპარაკებების წარმოებაზე. მათ კარი დაკეტეს. ეს თავდაჯერებულობას მმატებს და ვხვდები, რომ პსჟ-ს ჩემი იმედი აქვს.
თუმცა სიმართლის გამო უნდა ითქვას, რომ მომწონს იმის ხილვა, თუ როგორ ინტერესდება ჩემით "მანჩესტერ იუნაიტედი", ეს ჩემს დონეს ამტკიცებს." - განაცხადა მარკინიოსმა.