მატჩის შეფასება: "მატჩი ცუდად დავიწყეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, რაც გასაგებიცაა "სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ. პირველი ტაიმის შემდეგ შანსების შექმნა დავიწყეთ და ბევრად უკეთესი ტაიმი ჩავატარეთ. ფლანგებს კარგად ვიყენებდით, ბურთთან უფრო კომფორტულად ვიყავით და ტემპიც ბევრად უფრო მაღალი იყო. საბოლოოდ, თამაშით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით– მეორე ნახევრით. ორი გავიტანეთ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო. ბურთთან კონტროლი ალბათ კიდევ იმიტომ გაგვიმარტივდა, რომ ისინი 10 კაცით დარჩნენ. მარუან ფელაინის უნდა გაეტანა, კარგი შანსი გვქონდა ვალენსიას დარტყმის დროსაც. ბევრი ბურთის გატანა გვჭირდება, რადგან გოლების სხვაობამ შეიძლება სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელის ვინაობა გამოავლინოს."
უეინ რუნიზე: "ის მე თავის პენალტებზე მესაუბრა და მითხრა, რომ დარტყმისას ურჩევნია ბურთი მიწიდან მაღლა გაგზავნოს, რაც მართალიცაა. დღეს მან დაბლა იმიტომ დაარტყა, რომ მეტოქეს მაღალი მეკარე ჰყავდა. მისი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ."
დი მარიას ადაპტაციაზე: "ანხელს უფრო მეტი დრო უნდა მივცეთ, რომ პრემიერ ლიგას შეეგუოს. ეს ადვილი არ არის, აქ განსხვავებული ტემპია. მინდა, მას მეტი დრო მივცე, ადვილი არაა ასეთი დონის ფეხბურთელის მოკლე დროში შეცვლა."
ტრავმებზე: "ლუკ შოუ და ფილ ჯონსი ავად იყვნენ და მათი განაცხადში შეყვანა არ შემეძლო. პრობლემები ჰქონდა ვიქტორ ვალდესსაც და ის სათადარიგოთა სკამზე ვერ მოხვდა. მომზადების ბოლო დღეს სამი ცვლილების განხორციელება მომიწია."
ეშლი იანგზე და ადნან იანუზაიზე: "მოხარული ვარ, რომ მან სეზონის პირველი ასისტი მიითვალა. შანსი აქამდე რამდენჯერმე მივეცი, დღეს კი თავი ნამდვილად კარგად წარმოაჩინა. ბრწყინვალე იყო ეშლი იანგიც. ყველა ვინგერს სურს ბურთის მიღება და თავის ფლანგზე კონტროლი. მან ეს მშვენივრად გააკეთა, ეშლიმ მწვრთნელის ყველა დავალება ზუსტად შეასრულა. საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად ითამაშა, მთელი გუნდით კმაყოფილი ვარ."
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.