"იუნაიტედსა" და "სანდერლენდს" შორის გამართულ შეხვედრაში უეინ რუნიმ დუბლი შეასრულა და მეორე გოლით ახალი რეკორდი დაამყარა. რუნი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 11 სეზონიდან ყველა მათგანში 10-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. თავით გატანილი მეორე გოლი უეინისთვის მიმდინარე სეზონში მეათე გამოდგა, "იუნაიტედის" ეგიდით კი 227-ე.
პრემიერ ლიგაში ასპარეზობა რუნიმ 2002/03 წლებში დაიწყო და პირველივე სეზონში 18 წლის ასაკში 8 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონიდან მოყოლებული ის მუდმივად 10 გოლზე მეტს იტანს. განვლილი 11 სეზონიდან უეინისთვის ყველაზე უხვგოლიანი 2011/12 წლები გამოდგა, როცა მან პრემიერ ლიგაში 27 გოლი გაიტანა, სულ კი ყველა ჩემპიონატში ერთად 38-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
შეგახსენებთ, უეინ რუნის ანგარიშზე "იუნაიტედში" 227 გატანილი ბურთია და მას სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე 22 გოლი აშორებს.