ვენეიბლსი გამოტყდა, რომ მას ჰოლანდიელის თამაში ამ სეზონში საუკეთესოდ მიაჩნია:"რობინ ვან პერსი – ამ სეზონის საუკეთესო მოთმაშეა. მან უკვე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა თხუთმეტჯერ, რაც მან ოცდაერთ მატჩში შეძლო. ზაფხულში ბევრმა დასვა კითხვა:"მოიქცა თუ არა რობინი სწორად, როდესაც აირჩია "იუნაიტედი" და არა "სიტი" ? ახლა ის გოლებს იტანს და ეხმარება გუნდს, შეინარჩუნოს პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში." – განაცხადა ტერიმ goal.com–თან.
"ჰოლანდიელმა ამ წელს აჯობა ხუან მატას, რომელიც "ჩელსის" ერთ–ერთ მთავარი მოთამაშეა. ასევე, მე რობინი – ლუის სუარესსა და გარეტ ბეილსაც მირჩევნია, რადგან ისინი ხშირად ეკამათებიან მსაჯებს და აქვთ პრობლემები დისციპლინასთან."
"შეუძლია ვინმემ მითხრას, რომ მარიო ბალოტელი, რასაც ის "მანჩესტერ სიტიში" აკეთებს თვითგანადგურების ტოლფასია. მას შეეძლო გამხდარიყო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ეს სეზონი მან უბრალოდ ჩააგდო.მე არ მაქვს საწინააღმდეგო ჯიუტი და ჭირვეული ფეხბურთელების. მე ვმუშაობდი პოლ გასკოინთან. მაგრამ ყოველთვის შეიძლებოდა მასზე დაყრდნობა. რასაც ბალოტელიზე ვერ ვიტყვით! მწვრთნელებს და გულშემატკივრებს მოსწონთ ფეხურთელები რომლებსაც შეუძლიათ გუნდს წარმატება მოუტანონ. ამ შემთხვევეაში, კი ძნელი წარმოსადგენია, თუ რას აპირებს მარიო, შემდეგში."