დღეს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "სანდერლენდს" უმასპინძლებს. მაიკლ კერიკმა უკვე მოასწრო გამოჯანმრთელება, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ლუი ვან გაალი შემადგენლობაში არ დააყენებს. ჯეიმს უილსონმა ტრავმის მოშუშება მოახერხა და თამაშს შეძლებს, ხოლო რობინ ვან პერსი თავის გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარება. ჯეკ როდუელი და ბილი ჯონსი მანჩესტერში სტუმრობას გამოტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები უკვე განაახლეს. როგორც მოსალოდნელია, ფორვარდი, ემანულ ჯაკერინი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, დანარჩენი ფეხბურთელები კი პოიეტს სრულ მყადყოფნაში ჰყავს.
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური
თარიღი: შაბათი, 28 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)შემადგენლობა:ძირითადი: De Gea, Valencia, Smalling, Evans, Rojo, Blind, Herrera, Young, Di Maria, Rooney, Falcao
სათადარიგო: Lindegaard, McNair, Carrick, Fellaini, Mata, Januzaj, Wilson.