მოლოდინი დღევანდელი მატჩისგან.
"წითელი ეშმაკები" ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამარჯვების სერიას დაუბრუნდნენ და ამას "სანდერლენთან" მატჩით დაიწყებენ.
ითამაშებს კი მატა "იუნაიტედის" პროგრესში წამყვან როლს?
იანვარში ქპრ-სთან მატჩის შემდეგ ხუან მატა მხოლოდ ერთხელ თამაშობდა სასტარტო შემადგენლობაში.
მაგრამ ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ხუანი "იუნაიტედს" ძალიან აკლდა და "სუონსის" წინააღმდეგ ესპანელის ძირითადში არ დაყენებაც შეცდომა იყო. როცა მოგვიანებით შევიდა მოედანზე, მისი პარტნიორები ხშირად უარყოფდნენ მას და ძირითად აქცენტს მარუან ფელაინიზე აკეთებდნენ.
მატას თამაშმა შესაძლოა "იუნაიტედის" ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი შეამციროს, მაგრამ ხუანი ზედმეტად კარგი ფეხბურთელია იმისთვის, რომ საკუთარი გუნდის თამაშზე პოზიტიური გავლენა ვერ მოახდინოს.
დროა სისწრაფეზე გადავერთოთ
ლუი ვან გაალი გაკვირვებული იყო სუონსიში მარცხით, მაგრამ შეიძლება ითქვას ხანგრძლივი გამარჯვებათა სერიის შემდეგ კიდევ ერთი მარცხი გარდაუვალი იყო.
"იუნაიტედი" იშვიათად ატარებდა კარგ დონეზე მთელს 90 წუთს, არც "ნიუკასლთან", არ "ტოტენჰემთან", ქპრ-სა და "ლესტერთან" იყო მეორე ტაიმები დამაჯერებელი.
"იუნაიტედმა" კიდევ ერთხელ უნდა დააჭიროს სისწრაფის ღილაკს.
ვინ უნდა ითამაშოს თავდასხმაში უეინ რუნისთან ერთად?
რობინ ვან პერსიმ სუონსი ყავარჯნებით დატოვა და "სანდერლენდთან" ვერ ითამაშებს, ჯეიმს უილსონმა ახალგაზრდულ გუნდში მიიღო დაზიანება, მაგრამ ჯანმრთელია, ხოლო რადამელ ფალკაოს მომავალი ისეთივე ბურუსითაა მოცული, როგორც ტომ ქლევერლის.
თუ ვან გაალი მოედანზე ორ თავდამსხმელს არ გაიყვანს, შესაძლოა გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩეს. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან თითქმის არ ისახება სხვა ვარიანტი, გარდა მარტო მდგომი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოთამაშე უეინ რუნისა, რასაც ის მიჩვეულია, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაავიწყდა.
დატოვებს ვან გაალი დი მარიას სკამზე?
ანხელ დი მარიას დამცველებს არგუმენტები შემოელიათ. "ვესტ ბრომვიჩთან" ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ანხელი ხანდახან ცუდ მატჩებს ატარებს და მისი ფიზიკური მდგომარეობაც პრობლემად იქცა მწვრთნელისთვის.
მეტ-ნაკლები წარმატებით დი მარიამ შემოდგომაზე დაიმონდის მარცხენა ფლანგზე ითამაშა, მაგრამ ესეც აუხსნელია, ახლა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მკვეთრად დაეცა.
შესაძლოა, შემოდგომაზე მანჩესტერში არსებულმა შედარებით თბილმა ამინდმა დადებითი გავლენა მოახდინა, მაგრამ საეჭვოა სეზონის მოცემულ ეტაპზე ლუი ვან გაალს ექსპერიმენტების ჩატარების დრო ჰქონდეს.
შეძლებს რაფაელი შემადგენლობაში დაბრუნებას?
რაფაელ და სილვა "ევერტონის" რეზერვებთან მატჩში შეცვალეს. ნუ ღელავთ, ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ წითელი ბარათის მიღებასთან იყო ახლოს.
ვან გაალი უკმაყოფილოა ბრაზილიელის მახვილგონიერების უკმარისობით, მაგრამ ლუი ცდება, ისევე როგორც მოიესი, თუ ჰგონია, რომ პედი მაკნეირი ან ანტონიო ვალენსია რაფაელს ცალსახად აჭარბებენ.
მოიესი და მისი სამწვრთნელო შტაბი რაფაელს დაცვაში თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. რაფაელი ამ სეზონშიც "დაეხმარა" "ლესტერს" "იუნაიტედზე" სამახსოვრო გამარჯვება მოეპოვებინა, მისმა ქმედებამ კი ათ მატჩზე მეტი გამოატოვებინა.
თუმცა რაფაელი ჯანმრთელია და "იუნაიტედის" ნაბიჯისმაგვარი სისწრაფე შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, თუ ბრაზილიელი მარჯვენა ფლანგზე დაბრუნდება."
წყარო: carrick.ru