ლუი ვან გაალმა მინიშნება გააკეთა, რომ მის გუნდს არ ჰყავს ისეთი დონის ფორვარდი, რომელსაც სეზონში 20 გოლის გატანა შეუძლია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდიდი რობინ ვან პერსი გახლავთ, რომელმაც პრემიერ ლიგაში 10 გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო პერიოდში ვერ აჩვენებს წარმატებულ თამაშს, რასაც წინა კვირას დაერთო ტრავმა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლუი ვან გაალმა 150 მლნ. ფუნტი დახარჯა და სხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებთან ერთად რადამელ ფალკაოც შეიძინა, ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ სჭირდება თავდასმხმელი, რომელიც სეზონში მინიმუმ 20 გოლს მაინც გაიტანს.
"ეს მართალია. რობინ ვან პერსი ამას ვერ უარყოფს, ვერც ფალკაო უარყოფს, რუნი კი თავდასხმაში აღარ თამაშობს. ამჟამად არ გვყავს ფორვარდი, რომელსაც 20 გოლის გატანა შეუძლია.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასე იქნება მომდევნო სეზონშიც. იქნებ, უბრალოდ წარუმატებელი სეზონი აქვთ. ჩემს პერსონალთან ერთად ამის მიზეზებში უნდა გავერკვე." - განაცხადა ვან გაალმა.