"მანჩესტერ იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენი, ანხელ დი მარია ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს საუკეთესო თამაშის ჩვენებას, მაგრამ ლუი ვან გაალი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი ამას შეძლებს.
მადრიდის "რეალიდან" 59.7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეძენილმა ნახევარმცველმა ახალ გუნდში გამოსვლა წარმატებით დაიწყო და სექტემბერში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო.
თუმცა 2014 წლის მიწურულს დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ფორმის აღდგენას ვერაფრით ახერხებს.
ლუი ვან გაალს სჯერა, რომ ეს უბრალოდ პროცესია და დი მარია ყველაფერს შეძლებს.
როცა ლუის ჰკითხეს, დი მარია ტაქტიკური და მენტალური მოთხოვნების მსხვერპლი ხომ არ იყო, მან უპასუხა: "ვფიქრობ, არა მარტო დი მარია, არამედ ყველა ფეხბურთელი.
ჩემი რწმენა და ასევე შტაბის რწმენა მდგომარეობს იმაში, რომ თუ შენ მონდომებით უდგები საქმეს, ის აუცილებლად გამოგივა, მაგრამ საბოლოოდ თითოეული მოთამაშე ინტუიციით უნდა მიუდგეს, რადგან ეს პროცესია.
ამ პროცესის გავლა სჭირდება და მის დასასრულს უკეთესი იქნება.
როგორც მწვრთნელმა, ვიცი, რომ ის შემოქმედი ფეხბურთელია და ამის ხილვა სტატისტიკითაც შეგიძლიათ.
მას სივრცე სჭირდება და ვაძლევ სივრცეს, მაგრამ საქმე თავისი გონებითაც უნდა აკეთოს და არა მარტო დი მარიამ, სხვა ფეხბურთელებმაც.
თითოეულ ფეხბურთელს სივრცეს ვაძლევ, რადგან შეტევის დროს უფრო მეტს ქმნიან, როცა თავისუფლები არიან. სწორედ ამ თავისუფლებას ვაძლევ და მივცემ მომავალშიც.
მაგრამ როგორც გუნდმა თავიც უნდა დაიცვა და დი მარიამაც უნდა გააკეთოს ეს.
ყველა გუნდს აქვს საკუთარი ფილოსოფია და სწორედ ამ ფილოსოფიის მიხედვით უნდა ითამაშო.
სწორედ ამიტომ არ ერგება ხოლმე ერთი ფეხბურთელი რომელიმე ფილოსოფიას, სწორედ ამიტომ არის ხოლმე ერთი ფეხბურთელი უფრო ცუდი ერთ გუნდში, ვიდრე მეორეში. ამის მაგალითი კი უამრავი არსებობს.
როცა ფეხბურთელს ყიდულობ, მას ინგლისურ კულტურასთან და პრემიერ ლიგის რიტმთან შეგუებისთვის დრო უნდა მისცე, რადგან ესპანეთსა და პრემიერ ლიგას შორის უდიდესი სხვაობაა." - განაცხადა ვან გაალმა.
წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.