"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ანხელ დი მარია აცხადებს, რომ პრემიერ ლიგასთან შეგუებისთვის დრო სჭირდება.
არგენტინელმა ფეხბურთელმა "სუონსის" წინააღმდეგ გასული ტურის შეხვედრაში მიმდინარე სეზონში მე-8 საგოლე გადაცემა გააკეთა - მხოლოდ სესკ ფაბრეგასს აქვს უკეთესი შედეგი.
დი მარიამ "იუნაიტედში" სეზონი კარგად დაიწყო და სექტემბერში თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მიიღო, თუმცა მისი განცხადებით, აღზევებას და დაცემას ყოველთვის უნდა ელოდე.
"რამდენიმე ისეთი მატჩი მქონდა, რომლებშიც საქმე ისე კარგად არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ინგლისურ ფეხბურთში თავის დამკვიდრების პროცესის ნაწილია.
კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ მოლოდინი გაიზარდა და ყველას ეგონა, რომ ასევე გავაგრძელებდი. ფეხბურთი ასეთია, ხან აღმასვლას განიცდი, ხან დაცემას. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მანამდე მითამაშია, დრო მჭირდებოდა შეგუებისთვის. უბრალოდ ბევრი უნდა ვიმუშავო და ფოკუსირება მოვახდინო იმაზე, რაც მინდა, მე კი იმდენად კარგად მინდა ვითამაშო, რამდენადაც შესაძლებელია." - განაცხადა დი მარიამ.