ესპანელი კიპერი დე ხეა საკუთარი ფორმით კმაყოფილია და თვლის, რომ ამჟამად ის საუკეთესო თამაშს აჩვენებს მთელი თავისი კარიერის მანძილზე, თუმცა ეს მოდუნების უფლებას არ აძლევს და სურს, რომ უკეთესი მეკარე გახდეს.
დე ხეა თავისი შესაძლებლობებით პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეულია, მისმა წარმატებებმა პრესას სკანდალების მოძიებისკენ უბიძგა. ესპანური გაზეთების მტკიცებით, დევიდსა და ვან გაალს თვეების განმავლობაში ერთმანეთთან არ ულაპარაკიათ, თუმცა ესპანელმა დღეს ეს ინფორმაცია უარყო.
"ყველაფერი, რაც პრესაში ჩემსა და მწვრთნელზე დაიწერა სიცრუეა. ჩვენ ორივეს კლუბისთვის მხოლოდ კარგი გვინდა და გავრცელებული მონათხრობები მხოლოდ ტყუილია. ვფიქრობ, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდია. მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ. ეს ძალიან მსიამოვნებს და ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ 100 პროცენტით დავიხარჯო, მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული და უკეთესი გავხდე. მინდა პროგრესი გავაგრძელო."
დევიდმა გასულ მატჩებზე და მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა.
"დიახ, რამდენიმე კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ "სუონსისთან" დავმარცხდით. არ ვფიქრობ, რომ მარცხი დავიმსახურეთ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია, ხანდახან ყველაფერი სამართლიანი არ არის. გამოფხიზლება და "სანდერლენდთან" 3 ქულის მოპოვება გვჭირდება, საკუთარი თავი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს შეგვიძლია." - განაცხადა დე ხეამ MUTV-სთან საუბრისას.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.