ის ტრავმირებულია. ერთადერთი ტრავმირებული გუნდში. მან კერიკი ჩაანაცვლა. რობინს კოჭთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. არ ვფიქრობ, რომ დაზიანება სერიოზულია, თუმცა კოჭის ტრავმის მოშუშებას ყოველთვის დიდი დრო სჭირდება, ეს ერთი და ორი კვირის საქმე არ არის. მოვიცადოთ და ვნახავთ.
ვიცი, რომ არ გიყვართ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არის თუ არა რობინის ტრავმა შანსი რადამელ ფალკაოსთვის?
როდესაც ერთ-ერთი ფორვარდი ტრავმირებულია, სხვას ეძლევა შანსი თავი წარმოაჩინოს, ეს ცხადია. მაგრამ ყველაფერს მატჩის მიმდინარეობისას ვნახავთ. არასდროს არ ვლაპარაკობ ჟურნალისტებთან სავარაუდო შემადგენლობაზე.
კმაყოფილი ხართ იმით, რომ ახალგაზრდებმა -ტაილერ ბლეკეტმა და რის ჯეიმსმა ახალი კონტრაქტები გააფორმეს?
დიახ, ასეთია კლუბის სტრატეგია. როდესაც აქ მოვედი, ყველა მიყვებოდა ახალგაზრდულ აკადემიაზე და მათ სურდათ პირველ გუნდში კლუბის აღზრდილების ხილვა. ასევე, პრემიერ ლიგაში არის წესი, რომლის მიხედვითაც გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს განაცხადში გარკვეული რაოდენობის მოთამაშე აკადემიიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მოხარული ვარ, რადგან ბიჭებმა ამ გუნდში დარჩენა კიდევ რამდენიმე წლით გადაწყვიტეს. ჩვენი მოთამაშეები განაწილებულები არიან- ბევრი მათგანი არენდითაა სხვადასხვა კლუბებში. ჩვენ გვაქვს საშუალება, ავარჩიოთ მათთვის ისეთი გუნდი, რომელშიც ისინი ყოველ კვირას ითამაშებენ და პრაქტიკას მიიღებენ - ესეც კლუბის ერთ-ერთი სტრატეგიაა. მე ვენდობი აკადემიის აღზრდილებს, ასე რომ არ იყოს, მე დღეს აქ ვერ ვიჯდებოდი.
ლუი, თქვენ დამარცხდით გასულ უქმეებზე და მხოლოდ კონკურენტების ცუდი გამოსვლის გამო დარჩით ოთხეულში. იმედგაცრუებული ხართ იმით, რომ გუნდმა ჯერ კიდევ ვერ დაიჯავშნა ადგილი ოთხეულში? ჩათვლით სეზონს ჩავარდნილად, თუკი გუნდი ვერ შეძლებს ოთხეულში მოხვედრას ,ანუ ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს?
არა, ეს ჩვენი მიზანია - ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, ამას მე მოსვლის დღიდან ვამბობ, თუმცა ეს არის 3 წლიანი პროცესი. სეზონის დასაწყისში ჩემთვის, რომ ეთქვათ, 1 მაისს თქვენ მეოთხე ადგილზე იქნებითო, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი ამაზე. თუმცა ახლა ჩვენი სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია. მე კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ უკმაყოფილო ვარ მთელი რიგი მატჩებით. თუმცა გუნდის ჩამოყალიბების პროცესი გრძელდება. მიუხედავად ტრავმების ეპიდემიისა, ჩვენ ოთხეულში ვართ და მიუხედავად კრიტიკის ქარიშხალისა, რომელიც გუნდის დაცვას დაატყდა თავს, გუნდი არც ისე ბევრს უშვებს, ამიტომ არ შემიძლია ვთქვა, რომ საერთო ჯამში ,უკმაყოფილო ვარ. რა თქმა უნდა, რეზულტატი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ თუ ჩვენ მიერ ჩატარებულ მატჩებს გადახედავთ, ნახავთ, რომ უმეტეს შემთხვევებში მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს და თქვენ ეს კარგად იცით.
ისე არ გამიგოთ, თითქოს პანიკის ატეხვა მსურდეს ამ კითხვებით...
თუმცა წინა პრეს-კონფერენციაზე ჩვენ განვიხილეთ ეს. თქვენ განაცხადეთ და არა მე, რომ გუნდი პრემიერ ლიგაში საუკეთესოა ბოლო 15 მატჩის მიხედვით. მე ეს არ მითქვამს, თუმცა ყველგან ვკითხულობ, თითქოს ეს მე მეთქვას. არა, არა! მე გიპასუხეთ კითხვაზე:"დიახ, მე ვიცი ამის შესახებ". და როდესაც თქვენ წერთ იმას, რომ ეს ყველაფერი მე ვთქვი ,ზეწოლას ზრდით. თქენგან მოდის ეს აზრი. ყველაზე ცუდი იყო სეზონის სტარტზე. ჩვენ ვაგებდით და ვთამაშობდით ფრედ, თუმცა მე მაინც ვაგრძელებდი ფილოსოფიის დანერგვას და ეს ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ პრესა ჩვენს ცუდ შედეგებზე წერს, ეს ასე არ არის. ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები. როდესაც აქ მოვედი ეს (ჩემოიონთა ლიგის საგზურის მოპოვება) იყო მთავარი მიზანი და ახლა ჩვენ ოთხეულში ვართ.
ლუი, იქნებით თქვენ და ფეხბურთელები იმედგაცრუებულები, თუკი ვერ შეძლებთ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?
რა თქმა უნდა. ძალიან იმედგაცრუებულები. როდესაც სეზონს იწყებ ფიქრით, რომ აუცილებლად უნდა მოხვდე ოთხ საუკეთესოს შორის, ამის გასაკეთებლად ყველაფერს აკეთებ. თუმცა ჩვენ მეოთხეზე ვართ და არ მესმის რატომ ვლაპარაკობთ საპირისპირო სიტუაციაზე! ამიტომ რაშია საქმე?
მომდევნო თამაშში გამარჯვება ამბიციის შესანარჩუნებლად აუცილებელია?
საქმე მხოლოდ ამ კონკრეტულ მატჩში არ არის. მინდა, გაგახსენოთ გასული, 2014 წელი, "სანდერლენდმა" ყველა შეხვედრაში დაამარცხა "იუნაიტედი", ლიგის თასის ჩათვლით. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის სხვა კლუბებთან გვაქვს ბრძოლა, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სეზონის ბოლოს ოთხეულში უნდა ვიყოთ, ამისთვის კი ყველა მატჩის მოგებაა საჭირო.