"მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა "სუონსისთან" მატჩის მიწურულს ჩაწოდების მცდელობისას ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც "ლიბერთი სტედიუმი" ყავარჯნების დახმარებით დატოვა.
მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა: "რობინი ერთადერთი ტრავმირებულია. მას ტერფის ტრავმა აქვს. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რამდენ ხანს საჭიროებს."
ვან გაალის თქმით რობინი თავისი ყოფილი გუნდის, "არსენალის" წინააღმდეგ ინგლისის თასზე თამაშს დიდი ალბათობით შეძლებს. "მძიმე ტრავმა არ არის, მაგრამ 1 ან 2 კვირას მოითხოვს."
ჯეიმს უილსონისა და მაიკლ კერიკის შესახებ დადებითი ინფორმაცია ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს უილსონმა "სანდერლენდის" სარეზერვო გუნდში დაზიანება მიიღო, ის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება კერიკს, ლუიმ განაცხადა:
"კერიკი ძალიან გამოცდილია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ მატჩის რიტმი სჭირდება. მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა ჩვენთან ერთად, ამიტომ მეორე გუნდში უნდა მიიღოს პრაქტიკა."