"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ მისი ყოფილი გუნდის თავდასხმის ხაზს რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის წყვილი უნდა შეადგენდეს.
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "წითელი ეშმაკები" "ლიბერთი სტედიუმზე" "სუონსის" სტუმრობდნენ, სადაც მიუხედავად უპირატესობის ქონისა, დამარცხდნენ.
2015 წლის მატჩებში უეინ რუნი პირველად დადგა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, მის მეწყვილეს კი რობინ ვან პერსი წარმოადგენდა.
მთელი მატჩის განმავლობაში "იუნაიტედმა" კარის მიმართულებით 18 დარტყმა განახორციელა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უეინ რუნის არც ერთხელ არ დაურტყამს.
მიუხედავად ასეთი შედეგისა, პოლ სქოულს მიაჩნია, რომ რუნი-ვან პერსის წყვილი სწორედ ის არის, რაც "იუნაიტედს" სჭირდება.
"ბოლო კვირების განმავლობაში "იუნაიტედს" ხშირად აკრიტიკებენ. მიუხედავად "სუონსისთან" დამარცხებისა, მიმაჩნია, რომ უკეთ ითამაშეს.
18 საგოლე მომენტი ჰქონდათ, რაც ნორმალურია, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს იშვიათობად იქცა. შეტევის ხაზში რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის თამაში სწორედ ის არის, რაც "იუნაიტედს" წინსვლისთვის სჭირდება." - განაცხადა სქოულზმა.