თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2015, 09:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1475,
კომენტარები: 10
ნანი: "კარვალიუ ინგლისში სათამაშოდ მზადაა"
ლუიშ ნანი თანაგუნდელს აქებს.
ნანი:
ლუიშ ნანის მიაჩნია, რომ ლისაბონის "სპორტინგში" მის თანაგუნდელს, ვილიამ კარვალიუს ყველა დამახასიათებელი თვისება აქვს იმისთვის, რომ მისი თანაგუნდელი გახდეს "მანჩესტერ იუნაიტედშიც".

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს ვილიამი "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს არაერთხელ დაუკავშირეს.

ლუი ვან გაალი უფრო ღრმა ინტერესს კევინ სტროოტმანისადმი იჩენდა, თუმცა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ მიიღო დაზიანება და საეჭვოა მისი გამოჯანმრთელების საკითხი.

შესაბამისად, გაიზარდა ალბათობა იმისა, რომ "იუნაიტედი" სწორედ 22 წლის ფეხბურთელზე გაამახვილებს ყურადღებას.

ნანი თვლის, რომ კარვალიუს, რომელსაც 30 მლნ. ფუნტად აფასებენ, ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა "იუნაიტედის" მაისური ღირსეულად მოირგოს.

"კარვალიუ დიდებული ფეხბურთელი და უმაღლესი დონის შემსრულებელია. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის ბოლოს სრულად მზად იქნება პრემიერ ლიგაში სათამაშოდ. თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეს ვარიანტი დააინტერესებს, ვილიამი მზად იქნება." - განაცხადა ნანიმ.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2015 09:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
30 ბევრია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
27 თებერვალი 2015 10:06
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
დიბალაში 40ს იხდიან და ამაში 30 ბევრია ? მაგრამ არ მინდა ამის ყიდვა, მერე შეეშვებიან სხვა ნორმალურ ცენტრალურ ნახევარმცველს და ამან რო ვერ გაამართლოს რაღა ვქნათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: bziki
27 თებერვალი 2015 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ მევასება ეს კარვალიო პორტუგალიელებიც მაგარი მეძვირეები არიან თავიდან 45ს არ აფასებდნენ? 30 მილიონათაც რო ვერ გაყიდიან მერე კიდე ჩამოვლენ. გუნდოგანზე იჩალიჩონ სანამ გაახანგრძლივა კონტრაქტი

Goginashvili777
დიბალა ნეტა 50 თად იყიდნ არ დამენანება
0
№4
ავტორი: AkkRed
27 თებერვალი 2015 11:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
30 თან ძვირია თან არამგონია გაამართლოს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 თებერვალი 2015 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამის თამაში არ მაქვს ნანახი, თუმცა ამ ზაფხულს ბევრი დაიწერა ამის ტრანსფერზე.

რავიცი, მე კონდოგბიას ვარიანტიც არ მეჩვენება ცუდი. ზუსტად ისეთი ნახევარმცველია როგორიც ჩვენ გვჭირდება. ( ამას იმიტო არ ვამბობ რო არსენალს გაუტანა areyoukiddingme )
0
№6
ავტორი: გაბადაძე
27 თებერვალი 2015 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მთავარია შენ დაგაბრუნონ ბიჯო და გავარტყი კარვალიოს, am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: Goginashvili777
27 თებერვალი 2015 13:39
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გაბადაძე,
გაბადაძე, რატომ გვთარსავ ? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: გაბადაძე
27 თებერვალი 2015 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Goginashvili777,
არ ვთარსავ არავის უბრალოდ ნელნელა უბრუნდება ფორმას და ზატო თან სადაც იანგი და უფანტაზიო ვალენსია გვყავს იქ ნანი რამეს სასარგებლოსს თუ გააკეთებს თორე ამათზე მეტს არაფერს არ გააფუჭებს

Goginashvili777,
არ ვთარსავ არავის უბრალოდ ნელნელა უბრუნდება ფორმას და ზატო თან სადაც იანგი და უფანტაზიო ვალენსია გვყავს იქ ნანი რამეს სასარგებლოსს თუ გააკეთებს თორე ამათზე მეტს არაფერს არ გააფუჭებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: Esi
27 თებერვალი 2015 18:59
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვახო ( G G M U),
კონდოგბია როცა უნდა გვეყიდა მაშინ მონაკომ წაგვართვა...

ისე გუნდოგანი მართლა გაასწორებდა შედის ნელ-ნელა ფორმაში და...
0
№10
ავტორი: GeorgeBest
27 თებერვალი 2015 19:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ დაითრიეს თავის დროზე, ზედმეტად ბევრს ითხოვდნენ

უკეთესის მოყვანაც შეიძლება, რაღაც არ მგონია ამან გაამართლოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top