გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ლუი ვან გაალს თავის გუნდში კეილორ ნავასის ხილვა სურდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე კოსტა-რიკის ნაკრების რიგებში კეილორის თამაშმა ლუი ვან გაალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჰოლანდიელი სპეციალისტი ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა "იუნაიტედში" მეკარის მიყვანის საკითხი განეხილა.
თუმცა ვან გაალმა დააგვიანა - ნავასის აგენტთან კონტაქტის დამყარების შემდეგ ლუიმ გაიგო, რომ "რეალს" უკვე მოეგვარებინა მეკარის შეძენის საკითხი. ამის შესახებ Marca იტყობინება, რომელიც მადრიდული კლუბის გულშემატკივრად ითვლება.