"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, რის ჯეიმსმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
21 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, წინასასეზონო ტურნეზე 2 გოლი გაიტანა და ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო შეხვედრა ლიგის თასზე "მკ დონსის" წინააღმდეგ ჩაატარა.
მიმდინარე სეზონის პირველ სამ მატჩში ჯეიმსი სამჯერ მოხვდა "იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამზე, შემდეგ კი "როტერჰემში" იჯარით გადავიდა. დაბრუნების შემდეგ თამაში 21 წლამდელთა გუნდში გააგრძელა.
პროგრესის ჩვენების შემდეგ კი ლუი ვან გაალმა რისი ტაილერ ბლეკეტის მსგავსად ახალი კონტრაქტით დააჯილდოვა.