ტაილერ ბლეკეტმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მას კლუბთან მინიმუმ 2017 წლის ივნისამდე აკვშირებს.
ახალგაზრდა ინგლისელი "იუნაიტედის" აკადემიის აღრდილია. "სუონსისთან" სეზონის პირველ თამაშში დებიუტის შემდეგ "იუნაიტედის" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა.
ვან გაალმა განაცხადა: "მოხარული ვარ, რომ ბლეკეტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც აკადემიის სისტემა გამოიარა და პირველ გუნდში დაიმკვიდრა თავი. ტაილერს დაუჯერებელი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ იმ კლუბში იმყოფება, სადაც განვითარებას და გაზრდას მოახერხებს."
ბლეკეტი: "გახარებული ვარ კონტრაქტის გაფორმებით. ბავშვობიდან "იუნაიტედს" ვქომაგობ და აკადემიაში 8 წლის ასაკიდან ვირიცხდები. აკადემიის გამოვლა და პირველ გუნდში მოხვედრა ოცნების ახდენას ჰგავდა. მინდა პროგრესირება შევინარჩუნო და მწვრთნელს, მენეჯერსა და ჩემს ირგვლივ მყოფ ფეხბურთელებს დავეხმარო."