"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა წევრმა, ანდრეას პერეირამ შესაძლოა კლუბი დატოვოს და "იუვენტუსში" გადაბარგდეს, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი პოლ პოგბა ასპარეზობს.
19 წლის ბრაზილიელი მოთამაშე, რომელიც ბელგიაში დაიბადა, შესაძლოა ზაფხულში სხვა კლუბში გადაბარგდეს, რადგან მისი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს იწურება, ხოლო პერეირას გადაწყვეტილი არ აქვს დარჩება თუ არა "ოლდ ტრაფორდზე".
მიმდინარე სეზონში პერეირამ მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება შეძლო ძირითად გუნდში, მისი დებიუტი ლიგის თასზე "დონსის" წინააღმდეგ შედგა. ჭორების მიხევით ანდრეასით "პსვ" და "ფეინოორდიც" ინტერესდება, მაგრამ თავად ფეხბურთელს "იუვენტუსის" ვარიანტი უფრო მოსწონს.
"ყველამ იცის, რომ "იუვენტუსი" დიდი კლუბია. მე ხშირად ვესაუბრები პოგბას, რადგან ის არის ჩემი კარგი მეგობარი. მან თქვა, რომ ტურინში გადასვლით გახდა საუკეთესო და პროფესიონალი, აი ეს არის ორი მნიშვნელოვანი რამ ჩემთვის"
"ამ ეტაპზე მე ვარ "იუნაიტედის" ნაწილი, თუმცა ჩემი აგენტი განიხილავს წინადადებებს, მათ შორის "იუვენტუსის" მხრიდანაც, რაც არ არის საიდუმლო. საიდუმლო არ არის ისიც, რომ მე უარვყავი მთელი რიგი წინადადებები ჩემი ამჟამინდელი კლუბისა"
"მე ვიცი, თუ რა არის იტალიის ჩემპიონატი და არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ვითამაშო იქ, იმიტომ რომ სერია-ა არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი მსოფლიოში, მაგრამ ჯერ-ჯერობით მე არ მიმიღია გადაწყვეტილება" - განაცხადა პერეირამ "Tuttosport"თან ინტერვიუში.