ჯეიმი კარაგერს სჯერა, რომ მისი ყოფილი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედს" სატურნირო ცხრილში გადაასწრებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
"მერსეისაიდელები" ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფებიან და მე-4 ადგილზე მყოფ "იუნაიტედს" 2 ქულით ჩამორჩებიან.
კარაგერი კი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი ყოფილი გუნდი "იუნაიტედისთვის" კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებდა, თვლის, რომ ბრენდან როჯერსის გუნდს "სუონსისთან" "წითელი ეშმაკების" დამარცხების შემდეგ კარგი შანსი გაუჩნდა.
"რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ "ლივერპული" ინგლისის თასისა და ევროპაში თამაშის გამო ოთხეულში შესვლას ვერ მოახერხებდა და ვიგულისხმე, რომ "იუნაიტედი" შეძლებდა.
არ ვიცი ხალხი ამბობს თუ არა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფორმაში ვერ არის, კარგად ვერ თამაშობს ან ეს უბრალოდ ის ფეხბურთია, რასაც ვან გაალი ათამაშებს.
ფაქტი კი ის არის, რომ წარმატებული სერიის შემდეგ ქულები დაკარგეს, "ლივერპული" კი ფორმას იბრუნებს და ვფიქრობ, ბევრ რამეს გადაწყვეტს "ენფილდზე" გასამართი შეხვედრა და ფსონს ჩამოვდივარ, რომ "ლივერპული" იმ თამაშს მოიგებს.
შესაძლოა თამაშის დროს ყველაფერი შეიცვალოს და "ლივერპულმა" ის ფორმა ვერ აჩვენოს, რასაც ახლა ახერხებს, მაგრამ "ენფილდზე" თამაშს მასიური მნიშვნელობა ექნება და ამჟამად "ლივერპულზე" ვდებ." - განაცხადა კარაგერმა.