თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2015, 15:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2018,
კომენტარები: 16
სქოულზს მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ
პოლს სქოულზს მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ.
სქოულზს მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ
"ოლდჰემ ატლეტიკი" მზადაა პოლ სქოულზს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზოს.

"ოლდჰემის" ამჟამიდნელი მწვრთნელი, ლი ჯონსონი დიდი ალბათობით ოთხშაბათს პირველი ლიგის გუნდის, "ბარნსლის" ახალ მწვრთნელად დაინიშნება.

შესაბამისად, "ოლდჰემი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც მოსალოდნელია, ამ თანამდებობას პოლ სქოულზს შესთავაზებს, რომელიც სეზონის ამოწურვამდე სწორედ ოლდჰემში იცხოვრებს.

თუმცა "იუნაიტედის" ლეგენდა, რომელიც ამჟამად სატელევიზიო ექსპერტია და გაზეთში თავის რუბრიკას აქვეყნებს, დიდი ალბათობით შეთავაზებას არ მიიღებს.

გარდა მედიაში მუშაობისა, სქოულზი კლას 92-ის სხვა წევრებთან ერთად "სოლფორდ სიტის" ერთ-ერთი მფლობელია.

თუმცა პოლს ხშირად ამჩნედნენ "ოლდჰემის" სტადიონზე და ამ გუნდის მიმართ დადებით განწყობას არასდროს მალავდა.

სქოულზს მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ

სქოულზი "ოლდჰემის" მაისურით ხელში


სქოულზს მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ

2013 წლის თებერვალში "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩზე გადაღებული ფოტო, რომელშიც პოლი "ოლდჰემს" უჭერს მხარს.


წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 15:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუუ მიიღოს ეს გამოწვევა რა love მერე ჩვენთან მოვიდეს და სულაც 5 სეზონი რომ დასჭირდეს გუნდის სამართავად მე მაწყობს lol მაგრად მინდა ეს კაცი ჩვენს მწვრთნელთა შტაბში რომ ვნახო
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2015 15:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
დროს ვერ გაანაწილებს ვერანაირად. ექსპერტობაზე უარი უნდა თქვას როგორც მინიმუმ და არამგონია ოლდჰემის ხელფასმა გადააფიქრებინოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
25 თებერვალი 2015 15:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
როგორ მინდა class 92' იყოს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი love love თავის ბექემიანად (((( ეეეეჰ
0
№4
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 15:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ოლდჰემიც არ მყავდეს დიდი გუნდი რომ დღესი 15 საათი დასჭირდეს მათვის რომ გამოუყოს. ექსპერტობას კიდე კვირაში 1 დღე უნდა რა მეტი კი არაფერი.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2015 16:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თუ გუნდს ჩაიბარებ, ოლდჰემია თუ ლივერპული რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს იმდენი დრო უნდა დაახარჯო, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისი იყო. ზერელედ მოკიდებას რა აზრი აქვს. ექსპერტობისთვისაც არ კმარა 1 დღე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 16:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


ეგენი მეც ვიცი, მაგრამ იქნება და შემარგო ამ ერთ რამეს ვოცნებობს და მაგასაც არ მაცდი. თითქოს უხსენებლების ფანი იყო.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2015 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მინდა რომ გამოცდილება ჰქონდეს როგორც მწვრთნელს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ იყო მაგარი ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას რომ მაგარი მწვრთნელიც იქნები, მაგრამ მინდა რომ სცადოს, მაინც ფერგის სკოლაა... winked
0
№8
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2015 16:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ფუი ჯერარდს, რას მაბრალებ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: DiMaria
25 თებერვალი 2015 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წავიდეს იმუშავოს და მერე ჩვენთან მოვიდეს.
0
№10
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 16:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


აბა რა არის ეს, რაღაც გულით მოვინდომე და ყველანაირად დამიმსხვირე ოცნებები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top