"სუონსის" ჰოლანდიელმა მფლობელმა, თანამემამულეს შეურაცხყოფა მიაყენა.
"სუონსის" ერთ-ერთმა მფლობელმა, ჯონ ვან ზვედენმა ლუი ვან გაალს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შესახებაც ჰოლანდიურ ტელეარხთან ინტერვიუში თავად ისაუბრა.
შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "წითელი ეშმაკები" "ლიბერთი სტედიუმზე" დამარცხდნენ, ვან ზვედენმა თავის Twitter გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც საბოლოო ანგარიში მიუთითა და თან დაურთო კომენტარი: "ძვირფასო ლუი! ტკბილ სიზმრებს გისურვებ. 6 ქულა და ორმაგი მოგება. SwansOfficialManUtd 2-1! #ადვილად."
ითვლება, რომ თანამემამულეებს შორის უთანხმოება დაკავშირებულია ჰოლანდიურ ქალაქებს, ჰააგასა და ამსტერდამს შორის მტრობასთან - ვან გაალი ამსტერდამში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.
გადაღებების დროს ვან ზვედენმა "ოლდ ტრაფორდზე" პირველი წრის მატჩი გაიხსენა და უცენზურო სიტყვებით გამოხატა თავისი აზრი: "ლუის ამაყ ნაბ*** ვთვლი. მატჩის წინ ვნახე და ვუთხარი: "ჰეი, ლუი, ჰააგაში სამი ქულის წაღებას ვგეგმავ, შენ კი სულელი ნაბ*** ხარ." რაზეც მიპასუხა: "მატჩის შემდეგ შევხვდებით და ვნახავთ, როგორი ყბედი ხარ." მაგრამ მატჩის შემდეგ მაინც არ შემხვდა."
"სუონსის" ხელმძღვანელობამ უკვე განსაჯა თავისი ერთ-ერთი თანამფლობელის ქმედება და კომენტარიც გააკეთა:
"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი კლუბის წევრი თავს უფლებას აძლევს სხვა გუნდის მწვრთნელების მიმართ ასეთი გამოთქმები გამოიყენოს. "სუონსი" ამაყობს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებთან ურთიერთობით და მიაჩნია, რომ ყველა კარგ დონეზე იმყოფება. ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი იმიჯი შევინარჩუნოთ. თუ რომელიმე დირექტორი ასეთი გამოთქმის უფლებას აძლევს თავს, შესაბამისად გადავხედავთ მას." - განაცხადა უელსური კლუბის მდივანმა, ჰიუ ჯენკინსონმა.
წყარო:
mirror