"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გაფორმებას კიდევ უფრო მიუახლოვდა, რადგან მადრიდის "რეალმა" ესპანელის მიმართ ინტერესი დაკარგა.
მიმდინარე სეზონში დავიდ დე ხეა შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და გუნდს პრემიერ ლიგის ოთხეულში ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" მისი დარჩენის საკითხი ეჭვქვეშ დადგა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრესა ირწმუნებოდა, რომ დავიდისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენდა.
თუმცა Daily Mirror და Daily Mail ამტკიცებენ, რომ კარლო ანჩელოტიმ "იუნაიტედის" პირველი ნომრის შესაძლო შეძენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილია იკერ კასილასითა და კეილორ ნავასით და ზაფხულში მეკარის დამატებას არ გეგმავს.
ამის შესახებ დავიდის წარმომადგენელსაც აცნობეს და როგორც მოსალოდნელია, დე ხეა "იუნაიტედთან" თანამშრომლობას გაახანგრძლივებს.